"თუ არ გცემს, სხვა ფორმის ძალადობას ძალადობად არ მიიჩნევენ და ცემაც რა პრობლემაა, ხან მამა წამოგარტყამს, ხან - ძმა, ხანაც ქმარი ან მაზლი, მული, დედამთილი..." - ნაზიბროლა რეხვიაშვილი

ჟურნალისტი ნაზიბროლა რეხვიაშვილი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:

"სანამ ამ ქვეყანაში არ გაიზრდება თაობა, რომელსაც ეცოდინება, რომ სხვისი თავისუფლების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელშეუხებლობა არის უმთავრესი პრინციპები, რომლებიც ჩვენი ქმედებებისას მუდმივად უნდა დავიცვათ, მანამდე არაფერი გვეშველება :(

მანამდე ძალიან ბევრი მამამთილი იქნება რძლის მკვლელი, ქმრები  დახოცავენ ცოლებს, ხოლო ამ მოძალადე კაცებს (ქალებსაც) გაზრდიან დედები, რომლებიც თავადაც ძალადობის მსხვერპლი არიან, მაგრამ არ იციან, რომ მათზე ძალადობენ: ჩვენთან, ძირითადად, ასეა, თუ არ გცემს, სხვა ფორმის ძალადობას ძალადობად არ მიიჩნევენ და ცემაც რა პრობლემაა, ხან მამა წამოგარტყამს, ხან - ძმა, ხანაც ქმარი ან მაზლი, მული, დედამთილი...

კაცი რომ შინ ბრუნდება (თუ ისედაც სახლში არაა მთელ დღეს და მხარ-თეძოზე არ არის წამოდრანჩული დივანზე), სარეცხი რომ დარეცხილია, სახლი - დალაგებული, სადილი - გამზადებული, შვილები - მოწესრიგებული, ეზო და ბოსტანი - დავარცხნილ-გამშვენიერებული და ქალს მთელ დღეს ჩამოსაჯდომადაც არ მოუცლია (ეგ მძიმე და რუტინული შრომა არ ჩანს არსად), მიაჩნია, რომ ასეც უნდა იყოს. მოვიდა, დახვდა ყველაფერი რიგზე და როგორ, რანაირად - საერთოდ არ აინტერესებს.

 

მოსამსახურესავით ჰყავთ რძალი (ცოლი) სახლში, აბა სხვა რა უნდა აკეთოს ქალმა? დედამ და დედამთილმაც ხომ ეგ გზა გაიარეს?! იმ დედამ და დედამთილმა საკუთარი შვილები ხომ ეგრე აღზარდეს, რომ ქალი ქმრის მორჩილია, რასაც ქმარი და ქმრის ოჯახი მოინდომებს, ის უნდა აკეთოს...

და ამ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა, ვთქვათ, გაიაზრა, რაც სჭირს... მერე რა ქნას? სად წავიდეს? უმეტესად, მშობლები არ იღებენ, ან თუ მიიღეს, დღეში ცხრაასჯერ წამოაძახებენ, რომ სამარცხვინოდ მოიქცა. სხვაგან კი წასასვლელი არსად აქვს, ქონება ბიჭისაა, კანონით კი არა, სტერეოტიპული მიდგომით და ქალების უმეტესობამ არც იცის, რომ სასამართლოს ძალით, წილის მიღება შეუძლია. 
თუმცა ხშირად, გასაყოფიც არაფერია და იმიტომაც ათხოვებს (ეს სიტყვა ხომ ყარს საერთოდ, მთელი მოძალადეობრივი კოდია ჩადებული "გათხოვებაში") ადრე საკუთარ შვილს.

მსხვერპლს კი შესაბამისი განათლება არ აქვს, პროფესია არ აქვს და სად დასაქმდეს, რომ საკუთარ თავი და შვილები არჩინოს? ან კიდეც რომ ჰქონდეს პროფესია, განა სამსახურის პოვნა ასე ადვილია? მას კი სწრაფად სჭირდება შემოსავალი, რათა ბინის ქირა გადაიხადოს, საკვები იყიდოს, ჰიგიენა დაიცვას...

ჰოდა იმის თქმა მინდა, რომ სახელმწიფომ, ჯერ ერთი, მართლა მკაცრად უნდა დასაჯოს ეს მოძალადეები და ამის შესახებ აფრიალოს ინფორმაცია ყველა  მედიამ. ასევე სახელმწიფომ უნდა გადახედოს სერვისებს, რომლებიც მსხვერპლ ქალებს მიეწოდება, რამდენად ეფექტური და ეფექტიანია ისინი. ჩემი აზრით, ბევრი რამ შესაცვლელია. აღარაფერს ვამბობ "მსხვერპლის" სტატუსის მინიჭებაზე.

უმთავრესი კი ისაა, რითიც დავიწყე - განათლება საბავშვო ბაღებში, სკოლებში, არაფორმალურ გარემოში. ყველა ასაკში ხაზგასმით და გასაგებად უნდა ასწავლობ ბავშვებს გენდერული თანასწორობა!

მშობლების უმეტესობა, კი დავწერე ზემოთ, თვითონაც მსხვერპლია და შვილებს სწორ ღირებულებებს ვერ უნერგავს. ამიტომაც სწორედ სახელმწიფომ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიამ უნდა აიღოს ეს საკუთარ თავზე. სხვანაირად არაფერი არ შეიცვლება, მუდმივად ამ ჯოჯოხეთში ვიცხოვრებთ და არავინ იცის, ვისი ოჯახის წევრი, ვისი შვილი გახდება ხვალ მოკლული და ვისი - მკვლელი",-წერს, ნაზიბროლა რეხვიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რა გელოდება დღეს? - 12 დეკემბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

🔵12 დეკემბერი განსაკუთრებული დღეა - როგორ უნდა მოემზადოთ და რა უნდა გააკეთოთ, რომ ამ დღემ ბევრი ფული მოგიტანოთ

🔵 VIDEO:"ამ ტრაგედიის მერე, არ დამავიწყდება ის დღე, როდესაც პირველად მივედი მათთან. რაც არ უნდა ტრაგიკული იყოს…" - ნიკოლოზ წულუკიძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746282338

საზოგადოება

თბილისის მერიამ სადგურის მოედანთან დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება დაიწყო

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებმა, სადგურის მოედნის მიმდებარედ, ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება და დაზიანებული კონსტრუქციების დემონტაჟი დაიწყეს. ინფორმაციას თბილისი...

თბილისის მერია

1746279860

საზოგადოება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრად ლევან მიქაბერიძე აირჩიეს

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა რიგით 34-ე კონფერენცია გაიმართა. მოსამართლეებმა 290 ხმით აირჩიეს იუსტიციის საბჭოს ახალი წევრი, ლევან მიქაბერიძე. „რეზო ნადარაია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭო...

იუსტიციის უმაღლეს საბჭო

1746277080

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: დღეს ჯო უილსონი იქნება, ხვალ შეიძლება სხვა სახელი და გვარი მოგვევლინოს, ყველაზე საშინელი სანახავია ხალხი, რომელიც მათ ეტრფის და მათ სამსახურშია - აგენტურული ქსელი, რომელიც მოღვაწეობს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“, შეაფასა რუსი პრანკერების მიერ...

ირაკლი კირცხალია

1746276135

საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე: ჩვენ სანქციებს გვიწესებენ და ყოველდღიურად გვემუქრებიან იმისათვის, რაც არ ჩაგვიდენია და ლიბერალურ სიგიჟეებში ჩაძირულ გერმანიას არ იმჩნევენ, თუ არ ამჩნევინებენ „დიფ სთეითთან“ მებრძოლ ტრამპს?!

„გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ექსტრემისტულ ორგანიზაციად შერაცხა. მიუხედავად ვენსის განცხადების, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პოპულარული ძალაა და...

ზურაბ ქადაგიძე

1746272825

საზოგადოება

მათიკაშვილი: რეიტინგ დაკარგული ოპოზიცია ერთმანეთს აბრალებს ამ დამარცხების და რეიტინგის დაკარგვის მიზეზებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მოიქცევა ისე, როგორც დაავალებენ. „რეიტინგ დაკარგული ოპოზიცია ერთმანეთს აბრალებს ამ დამარცხების და რეიტინგის დაკარგვის მიზეზებს...

დავით მათიკაშვილი