"ზოგიერთი შეწუხდა, მარო მაყაშვილის სტიპენდიას რატომ აძლევთ ჭავლთან მოცეკვავე გოგონას, მაროს სახელს აკნინებსო" - რას წერს გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:
"ორი კვირის წინ გიორგი ანწუხელიძის შვილს, ანა ანწუხელიძეს, ფონდის სტიპენდია დავუნიშნეთ, მაშინ მარო მაყაშვილის სახელობის მიმართულება არ გვქონდა და დღეს გადავწყვიტეთ ანას სტიპენდიაც ქართველი გმირის სახელობის იყოს.
p.s. გუშინ ზოგიერთი (მადლობა ღმერთს, რომ უმცირესობა) შეწუხდა, მარო მაყაშვილის სტიპენდიას რატომ აძლევთ ჭავლთან მოცეკვავე გოგონას, მაროს სახელს აკნინებსო.
თითქოს სახელობითი სტიპენდიის მინიჭება გარდაუვალ მსგავსებას მოითხოვდეს. მე სტუდენტობისას ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიატი ვიყავი და არა მგონია ილიასი რამე მცხებოდა.
არავის ვუსურვებ მაროს გზის და ტრაგიკული აღსასრულის განმეორებას. სალომე კენჭიაშვილი კი კარგი მაგალითია იმ სტერეოტიპის წინააღმდეგ, თითქოს ამ თაობას სამშობლო არ აინტერესებს და მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს.
სალომე არის მაგალითი საკუთარი თაობისთვის - მოქალაქეობით, სწავლის სურვილით და ზრდილობით. ასე რომ, აცალეთ.
#გურულიდღიურებისფონდი" - წერს გიორგი კეკელიძე.
1746978022
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე და...
1746976329
სპორტისაბა ინანეიშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ყაზახეთის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრებო დღეს საბა ინანეიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. +100 კგ წონით კატეგორიაში ინანეიშვილმა ჯერ ფრანგ ტიემან დიაბის აჯობა, შემდეგ ყაზახ იერასილ კაჟაბაიევთან წააგო, მ...
1746973903
მსოფლიორობერტ ფიცო: დასავლეთის ქვეყნებს უკრაინაში კონფლიქტის გახანგრძლივება სურთ
დასავლეთის ქვეყნებს უკრაინაში კონფლიქტის გახანგრძლივება სურთ, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან. რობერტ ფიცოს თქმით, დასავლეთმა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ერთხელ უკვე ჩაშ...
1746971749
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები...
1746968860
საზოგადოებამეუფე შიო: ჩვენს ხალხშიც ვხედავთ სულიერ სნეულებებს და ძალიან ვწუხვართ ამის გამო, ამიტომ უნდა ვიქონიოთ ბოროტებასთან ბრძოლის შემართება, რომ ჩვენში გაიმარჯვოს მშვიდობამ
„ფიზიკური სნეულებების გარდა, არსებობს სულიერი სნეულებებიც. ეს სნეულებები შეიძლება იყოს არა მხოლოდ ცალკეული პირების, არამედ მთელი ოჯახების, საზოგადოებების, სახელმწიფოებისაც კი. ისინიც დაკავშირებულია ცო...