“ზვიად გამსახურდია რომ არ ჩამოეგდო ქართველი ერის უმრავლესობას ილია მეორის კურთხევით, დღეს ევროკავშირში იქნებოდა საქართველო” - ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რომელსაც საპატრიარქომ მღვდელმსახურება აუკრძალა სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ევროკავშირის წინასწარ გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს:

"ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია რომ არ ჩამოეგდო ქართველი ერის აქტიურ უმრავლესობას ილია მეორის კურთხევით და ხუნტის წინამძღოლობით, დღეს ევროკავშირში იქნებოდა საქართველო და დიდი ალბათობით აფხაზეთი და ცხინვალიც არ იქნებოდა (დროებით თუ სამუდამოდ) დაკარგული!!!

მთელი ჩემი ცხოვრება ქართველი ერის ისტორიის და კულტურის შესწავლას და დაცვას შევწირე, ლამისაა ქვა აღარ გდია და ნანგრევი საქართველოში, რომ არ ვიცოდე და არ ვცნობდე, არ მქონდეს მასზე ფოტოარქივი და ლიტერატურა მოგროვილი.

მაგრამ თურმე ქართველი ერის დიდ უმრავლესობაზე უმადური, ხარბი, ეგოისტი, უვიცი და ტუგადუნი მე არ ვიცი ევროპაში ერი და აფრიკა-აზიაში იქნებ არიან, აგერ ველური აბორიგენებიც არსებობენ დღემდე მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში.

დაიწყეს ახალი ისტერია ევროპის წინააღმდეგ დღევანდელი გადაწყვეტილების გამო, რაც ისედაც ცხადი იყო ჩემთვის. შედით რა ხდება საინფორმაციო პოსტების ქვეშ კომენტარებში მაგ. ინტერპრესნიუსისის ფეიჯზე..

დარწმუნებული ვარ იგივე ხდება ყველა გვერდზე.

რა ევროპა, რის ევროპა, თქვენ ხართ რუსეთის ორღობე, ივანიშვილის ბოსტანი და რომ გელაპარაკებიან, თავს გიყადრებენ, გიხსნიან, გასწავლიან და გამარჯობას გეუბნებიან ევროკავშირის ლიდერები,  მადლობა უთხარით, ისევ თქვენი უკეთესობისთვისაა.

დღეს საქართველო პოლიტიკური მოწყობის მხრივ დიდად არ განსხვავდება შუა აზიის ქვეყნებისგან და უარესადაცაა საქმე, რადგან ქვეყანას მართავს და ევროპას დასცინის არაფორმალი მმართველი ბორინკა, რომლისთვისაც კანონი და სამართალი არ არსებობს.

ქვეყანაში სადაც ეკლესიის გამხრწნელი, კაგებეშნიკი, ხუნტისტი და გარუსებული პატრიარქის კულტია და წმინდანად მიაჩნიათ, 90 პროცენტი უმაღლეს ნდობას უცხადებს, იმ ქვეყანას რა უნდა ევროპაში?

მისი ადგილი არის დსთ-ში, ევრაზიულ კავშირში, ან სულაც ცენტრალური აზიის ქვეყნების კავშირში.

ასეთია ობიექტური რეალობა და კანონზომიერება.

ზეიმობს ხომ მთელი შულავრის კომიტეტი: ქოცისტან- საპატრიარქოიანა-ალტინფოიან-ფალავანდიშვილიანად-ინაშვილ-თარხანები დღევანდელ დღეს?!  

იხდიან სამადლობელ პარაკლისებს გამრეკელები და სპირიდონები?!

ასრულდა ღატაკიშვილის ოცნება და ბორიას გეგმა?!

აფერუმ, ერო, ეს თუ შეარგე ამათ, მაშ არსებობასაც აღარ იმსახურებ",- წერს ილია ჭიღლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍ბორის ჯონსონი: უკრაინას გამარჯვება შეუძლია და ის აუცილებლად გაიმარჯვებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788279677

მსოფლიო

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 050-მდე გაიზარდა

ნეპალში, კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 1 050-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ CNN წერს. კატასტროფების რისკის შემცირების მართვის სააგენტოს (NDRRMA) მონაცემებით, ნეპალში, სულ...

ნეპალში წყალდიდობა

1788277123

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საჯარო სტრუქტურებში გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას, სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გამოცხადდა საჯარო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, აღნიშნული მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს...

ლევან ჟორჟოლიანი

1788276565

ახალი ამბები

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში შეხვდ...

ქართულმა ოცნება

1788275376

ახალი ამბები

ბათუმში ზღვაში გაუჩინარებული ქალის ცხედარი იპოვეს

4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმის ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. ქალის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ცნობისთვის, 29 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი წყალში შე...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,

1788272453

ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით

„აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი აცხადებს, აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გ...

მიხეილ სააკაშვილი