დავით ქართველიშვილი: “ადრე ჩვენს ფეხბურთელებს ეს ყველაფერი არ ჰქონიათ, თუმცა მსოფლიოს აზანზარებდნენ”

ქართველი საფეხბურთო ექსპერტი, დავით ქართველიშვილი საქართველოს ნაკრების ესპანეთთან მარცხს გამოეხმაურა:
“აკურატულად გაკრეჭილი წვერის ფორმით, "ტატუების" ხარისხითა და რაოდენობით, თმის ვერცხნილობითა და შეღებილობით - არაფრით არ ჩამოუვარდებით ევროპელ ფეხბურთელებს, ამ კომპონენტებში პირიქით, გაცილებით წინ ვართ. ცოტაღა გვაკლია - ევროპული ფეხბურთის თამაში, რასაც აუცილებლად მივაღწევთ ჩვენი ევროინტეგრაციის წარმატებასთან პარალელურად.
მე მაგალითად ქართული ფეხბურთის ყურებას იმ დროს დავანებე თავი, როდესაც ჩვენს ფეხბურთელებს სამმანეთიანი ვარცხნილობა, ГАЗ-24 მარკის მანქანები და "ტატუების" გარეშე "გოიმური" სხეული ჰქონდათ, თუმცა ევროპას აზანზარებდნენ, ისე თამაშობდნენ. ამიტომ ვარ ფეხბურთში "საბჭოური რუსეთუმე" და ჩვენს თანამედროვე ევროპულ ფეხბურთში არაფერი გამეგება...”. - განაცხადა ქართველიშვილმა.
წყარო: footballnews.ge
1695219147
სპორტი4 მედალი და გუნდური მესამე ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭიდაობაში ასპარეზობა დაასრულეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა და საქართველოს წარგზავნილებმა 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, აღნიშნ...
1695153540
ჰოროსკოპირა გელოდება დღეს? - 20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი ამ დღეს ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან, მაგრამ თუ ყველა საქმის ერთდროულად კეთების ჩვევას არ მოიშლით, საეჭვოა, წარმატებას მიაღწიოთ. სასურველ შედეგს მხოლოდ კარგად გააზრებული, თანმიმდევრული ქმედებ...
1695134402
საქართველოქართული ენა დუოლინგოზე - გავაცნოთ ქართული ენა მსოფლიოს!
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უერთდება კამპანიას „ქართული ენა დუოლინგოზე“. ქართული ენის დამატების თხოვნით დეპარტამენტმა ოფიციალური წერილითაც მიმართა აპლიკაციის მმართველ გუნდს. Duolingo მსოფლიოში უცხო...
1695132056
ბიზნესილარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა - რამდენად შეიძენთ 20 სექტემბერს უცხოურ ვალუტას?
19 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.52 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6412 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის...
1695061570
საზოგადოებასაქართველოს ევროპული მომავალი აქვს! არ შეიძლება ჩვენი მომავალი იყოს რუსეთი! - სალომე ზურაბიშვილი
„პრეზიდენტი - ჩვენი მომავალი ევროპაა! არ შეიძლება ჩვენი მომავალი იყოს რუსეთი! საქართველო ამას არ დაუშვებს!“ - საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა. საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ორბელიანების სასახლეში...