ეთერ ლიპარტელიანი 2024 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენია

2024 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი ეთერ ლიპარტელიანია – ასეთია სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრების გამოკითხვის შედეგები.
25 წლის ქართველი ძიუდოისტი ქალი ევროპის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში კი ევროპის 2-გზის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.
ლიპარტელიანმა გამოკითხვაში 140 ხმა მიიღო. 92 ქულით მეორე ადგილზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვა გავიდა, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილები 31-31 ქულით ძალოსანმა ანასტასია გოტფრიდმა და ლეგენდარულმა ნინო სალუქვაძემ გაინაწილეს. გამოკითხვაში 75 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა.
ეთერ ლიპარტელიანმა წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენის ტიტული უკვე მეოთხედ მოიგო- წარმატებულ სპორტსმენს თბილისის ძიუდოს აკადემიაში ჯილდო საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიგა გვენცაძემ და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა თამარ ბალავაძემ გადასცეს. დაჯილდოებას ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ნოზაძე და ძიუდოს ქალთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი თენაძე ესწრებოდნენ.
თამარ ბალავაძემ გამარჯვებულ სპორტსმენს საკუთარი წიგნიც – „ერთი ჩემპიონი ქალის ისტორიაც“ გადასცა. წიგნში 23 ყველაზე ტიტულოსანი ქართველი ქალის ისტორიაა მოთხრობილი, მზია ჯუღელიდან დაწყებული ნინო სალუქვაძით დასრულებული. მოქმედი სპორტსმენებიდან ეთერ ლიპარტელიანი ერთადერთია, ვისი ისტორიაც ამ წიგნში შევიდა.
ეთერ ლიპარტელიანი და საქართველოს ნაკრები 13-20 ივნისს, ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.
1749109243
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: თავისთავად საინტერესოა ევროპარლამენტის მოწოდება არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, ოპოზიციას გარედან კარნახობენ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ, თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად
ოპოზიციას გარედან კარნახობენ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ, თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განა...
1749107736
ახალი ამბებითბილისის ადგილობრივი განვითარების რეგიონული ფორუმი გაიხსნა
დედაქალაქი თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს (TBILISI RFSD) სახელწოდებით - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ მასპინძლობს. ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური გან...
1749106611
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 სხვადასხვა ომი, აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცოთ მშვიდობა
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 სხვადასხვა ომი, აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცო...
1749105530
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი” ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული...
1749105401
ახალი ამბებიპრემიერი: მშვიდობამ მოგვცა საშუალება, მაქსიმალურად გვეზრუნა ქვეყანაში რეგიონების თანაბარ სოციალირ-ეკონომიკურ განვითარებაზე
თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი ყოველთვის ასრულებდა ძალიან საინტერესო პლატფორმის როლს მნიშვნელოვან საკითხებზე აზრთა გაცვლისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობა...