კახა კალაძე ოპოზიციაზე: მალე მოვა არჩევნები და ნახავთ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას - რასაც უბრძანებენ გარედან, იმას გააკეთებენ

„ხომ ჰქონდათ ის პრინციპული პოზიცია, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში? ძალიან მალე მოვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ნახავთ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას - რასაც უბრძანებენ გარედან, იმას გააკეთებენ“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტების კითხვას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით.
„ისინი გაერთიანდებიან, თუ დაშლილები იქნებიან, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი რა არის: ჩვენ რამდენიმე თვის წინ ვისმენდით რადიკალურ განცხადებებს, რომ არც ერთი მათგანი არ მიიღებდა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. გაიხსენეთ ჩემი განცხადებები აღნიშნულთან დაკავშირებით - ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ: რასაც დაავალებენ, გააკეთებენ იმას. ხომ ჰქონდათ ის პრინციპული პოზიცია, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში? ძალიან მალე მოვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ნახავთ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას. ეს არის ადამიანების დაჯგუფება, რომელსაც არანაირი პრინციპი არ გააჩნია. როდესაც ხარ აგენტი, შენ არ ეკუთვნი არც საკუთარ თავს, არც საკუთარ ოჯახს, არც ქვეყანას. ისინი ემსახურებიან კონკრეტულ პატრონებს გარედან და შესაბამისად, რასაც უბრძანებენ, იმას გააკეთებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, მისივე თქმით, „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს.
„ვთვლით, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანი არჩევნებია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იქნა განხორციელებული რეგიონებში, ასევე მე, როგორც დედაქალაქის მერმა, ძალიან ბევრი შემიძლია ვთქვა თბილისზე, სადაც მართლაც უამრავი კარგი საქმეა გაკეთებული, ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები და გვაქვს ძალიან სწორი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი დედაქალაქი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ძალიან მალე, საზოგადოებას ვეტყვით კონკრეტიკას, თუ რა პროექტების განხორციელებას ვაპირებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
1749219455
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ძალიან კარგი იქნება თუ ყველა მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ვინაიდან მათი რეალური რეიტინგის ლუსტრირება მოხდება და მთლიანად შერცხვებიან მათი ამომრჩევლის წინაშე
„საბოლოო ინსტრუქცია, როგორი იქნება ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობასთან დ...
1749218948
საქართველოსუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები - ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები: ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ და...
1749218226
ახალი ამბებიგია ვოლსკი: „ლელო“ და ანა დოლიძე ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, ამ ხალხს ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდა
„საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, „ლელო“ ანა დოლიძესთან ერთად იქნება თუ ცალკე“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მათ წარმატება არც ერთად და...
1749217855
მსოფლიოThe Wall Street Journal: ტრამპმა შესაძლოა მასკისგან ნაყიდ Tesla-ს ავტომობილზე უარი თქვას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის მიერ ნაყიდი Tesla-ს მარკის ავტომობილზე, შესაძლოა, უარი თქვას. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამო...
1749216943
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: ფაქტია, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, სიძულვილი და ტერორი, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ ძალადობა, ნორმად აქციონ
ფაქტია, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, სიძულვილი და ტერორი, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ ძალადობა, ნორმად აქციონ, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის...