გივი მაჭარაშვილი ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონია!

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ჩინებული სტარტი აიღო საქართველოს ნაკრებმა. პირველ სამედლო დღეს ხუთივე ქართველმა საპრიზო ადგილებისთვის იჭიდავა. 

ჩემპიონი გახდა გივი მაჭარაშვილი(97კგ), რომელმაც კონტინენტის პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო. მაჭარაშვილმა ტურნირი მშვენიერი მოგებით დაიწყო - ლიეტუველ ლუკას კრასაუსკასს 13:2 სძლია, ნეიტრალური გუნდის ბელარუს ალექსანდრ ჰუშტინს 4:1, ნახევარფინალში კი 7:2 სძლია იმ თურქ იბრაჰიმ ჩიფჩის, ვისაც შარშანდელ ევროპირველობაზეც მოუგო. ფინალში კი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე მაგომედხან მაგომედოვი 7:1 დაამარცხა. 

ფინალში იჭიდავა აკაკი ქემერტელიძემ(70კგ), სომეხ არმენ ანდრეასიანთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ფინალამდე ქემერტელიძემაც წმინდად მოიგო ევროპირველობაზე თავისი სადებიუტო პაექრობა - 11:0 სძლია "ნეიტრალთა" ბელარუს ვლადისლავ კოიკას. თურქ ჰეიდარ იავუზს 7:4, ნახევარფინალში კი ბულგარელთა შარშანდელ ევროპის ფინალისტსა და მსოფლიოს მესამე პრიზიორ რამაზან რამაზანოვს 5:2 აჯობა. 

ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ რობერტ დინგაშვილი(57კგ) და ავთანდილ კენჭაძე(79კგ), ხოლო გოდერძი ძებისაშვილმა65კგ) დათმო მესამე ადგილისთვის შეხვედრა. 

ხვალ, ფინალში იასპარეზებს მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი(125კგ) და მუდმივ მეტოქეს, თურქ ტაჰა აკგულს დაეჭიდება, ხოლო შოთა ფარტენაძე(61კგ), გიორგი გოგრიჭიანი(74კგ) და მირიან მაისურაძე(92კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741931998

ახალი ამბები

ტერორისგან თავისუფლებით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზე გამწესდა

მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შეფასებელმა ორგანიზაციამ და ანალიტიკურმა ცენტრმა ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა (IEP) მსოფლიო ტერორიზმთან დაკავშირებით მორიგი გლობალური ანგარიში გამოაქვეყნა. ეს არი...

მშვიდობის გლობალურ ინდექსში“ საქართველო ექვსი საფეხურით დაწინაურდა

1741928863

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ ჩვენი მომავალი თაობა გაიზარდოს ჯანსაღ გარემოში, შესაბამისად ეს ნაბიჯი არის უალტერნატივო

„იწყება საკომიტეტო განხილვები კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ უკვე დავაანონსეთ - ეს არის კანონის გამკაცრება ნარკორეალიზატორების მიმართ“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“...

ლევან მაჭავარიანი

1741898959

საზოგადოება

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი: უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა, - ნათქვამია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრის...

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი

1741896959

სპორტი

ოსიმენი კვარაცხელიაზე: ვიცოდი, რომ დიდ გუნდში გადავიდოდა, ის საოცარი ადამიანი და ფეხბურთელია

„გალათასარაის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ჯონ ობი მიკელის პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. როგორც ნიგერიელმა აღნიშნა, იცოდა, რომ ადრე თუ გვიან კვარა დიდ გუნდში გადავიდოდა. „...

ოსიმენი კვარაცხელია

1741896315

საზოგადოება

ილია მეორე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს სირიაში ბოლო დროს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს წერილით მიმართავს. „ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს, უნეტარეს იოანე X-ს თქვენო უნეტარესობავ...

აა