Empire Of The Sun - ის ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო!

27 აგვისტოს „Black Sea Arena-ს“ ეზოში მდებარე Front Stage ავსტრალიურ მუსიკალურ პროექტს, „Empire of the Sun-ს“ უმასპინძლებს.
ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ლინკზე. მათი ფასი 180 ლარია, თუმცა Starring Georgia -ს მუსიკალური ოდისეის ლოიალურ თანამგზავრებს - მათ, ვინც უკვე ფლობთ Starring Card-ს გაქვთ შესაძლებლობა ბილეთები 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ. გარდა ამისა ყველა მელომანს შეუძლია ისარგებლოს შეთავაზებით „გადაანაწილე“ და ბილეთის თანხა ოთხად გადაანაწილოს.
საქართველოში პირველად მელომანებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, შეხვდნენ არტისტს პირისპირ, გადაიღონ მასთან ფოტო და მიიღონ სამახსოვრო საჩუქრები ხელმოწერით. ამისთვის არტისტის მიერ შემოთავაზებული ორი პაკეტიდან ერთ-ერთის შეძენაა საჭირო. პაკეტების ფასი 670 და 1100 ლარია, რადგან პაკეტი არტისტის მიერ არის შემუშავებული მასზე არ მოქმედებს Starring Card-ის ფასდაკლება.
Luke Steele-სა და Nick Littlemore-ის მიერ შექმნილი დუეტი პირველად 2008 წელს სადებიუტო ალბომით — „Walking on a Dream“ — გამოჩნდა და მსმენელთა გულები მაშინვე დაიპყრო. კომპოზიციები: „Walking on a Dream“ და „We Are the People“ მათი წარმატების მხოლოდ საწყისი იყო; თეატრალური წარმოდგენებითა და სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის საინტერესო შეზავებით, „Empire of the Sun“ აქტუალურობას დღემდე არ კარგავს.
ჯგუფის წევრები სხვადასხვა დროს წარმატებული პროექტების, „Pnau-სა“ და „The Sleepy Jackson-ის“ უკანაც იდგნენ, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მათი დისკოგრაფია ელექტრონული მუსიკის, როკისა და ელექტროპოპის გავლენას განიცდის. 3 წარმატებული ალბომის შემდეგ „Empire of the Sun“ შარშან ახალი სტუდიური ჩანაწერით — „Ask That God“ — დაგვიბრუნდა და ევროპის ტურნეც დაიწყო. ძალიან გვიხარია, რომ ქართველ მსმენელთან ბენდის პირველი შეხვედრა Front Stage-ზე შედგება.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, Starring Georgia გრძელდება. უცვლელი რჩება ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანი : ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია და ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას.
1741958617
საზოგადოებაორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე ბრალდებულ 3 პირს სასამართლომ 16, 15 და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ დი...
1741957727
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7755 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7775 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1741956847
მსოფლიოტრამპი: „მახინჯმა“ ჯო ბაიდენმა სისხლიან ავანტიურაში ჩაგვითრია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისმა წინამორბედმა, ჯო ბაიდენმა ამერიკა რუსეთთან სისხლიან ავანტიურაში ჩაითრია და ახლა ის ცდილობს ქვეყანა გამოყვანას ამ მდგომარეობიდან. ტრამპმა...
1741955271
ახალი ამბები„მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ნარკოდამოკიდებულ პირთა მკურნალობის ფორმების, მათ შორის იძულებით მკურნალობასთან დაკავშირებით“ - არჩილ გორდულაძე
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტზე ისაუბრა, რომლის ა...
1741953766
ახალი ამბები„ქართული ოცნება“: ტერორისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზეა
ტერორისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზეა, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში, რომლითაც პარტია ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მორიგ გლობალურ ანგარიშს ეხ...