ნინო წილოსანმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2024-ის“ გამარჯვებულთა დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2024-ის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები ოთხ მთავარ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ: წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი და წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
კონკურსის ფარგლებში დაწესებულ სპეციალური კატეგორიებში გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს საქართველოს პარლამენტმა და პროფესიული უნარების სააგენტომ.
აღნიშნული კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენაში საქართველოს პარლამენტი 2022 წლიდან არის ჩართული. პარლამენტის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი - ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობა - გამარჯვებულს სსიპ კოლეჯ „მერმისს“ ნინო წილოსანმა გადასცა.
„პარლამენტი მესამე წელია ამ დაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას და ჩვენი ჯილდო შეეხება ინკლუზიურობას პროფესიულ განათლებაში. სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ისაა, რომ მოწყვლადი ჯგუფების ინტერესები და გამოწვევები იყოს გათვალისწინებული. თავად პროფესიული განათლების როლი ეკონომიკისა და დასაქმების განვითარებაში განუზომელია“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ირინე მარგიშვილმა, ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას მეიცადმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, „ათასწლეულის ფონდის“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლები.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი „ათასწლეულის ფონდის“ ორგანიზებითა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, 2017 წლიდან ყოველწლიურად იმართება. მისი მიზანია პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
1741957727
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7755 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7775 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1741956847
მსოფლიოტრამპი: „მახინჯმა“ ჯო ბაიდენმა სისხლიან ავანტიურაში ჩაგვითრია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისმა წინამორბედმა, ჯო ბაიდენმა ამერიკა რუსეთთან სისხლიან ავანტიურაში ჩაითრია და ახლა ის ცდილობს ქვეყანა გამოყვანას ამ მდგომარეობიდან. ტრამპმა...
1741955271
ახალი ამბები„მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ნარკოდამოკიდებულ პირთა მკურნალობის ფორმების, მათ შორის იძულებით მკურნალობასთან დაკავშირებით“ - არჩილ გორდულაძე
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტზე ისაუბრა, რომლის ა...
1741953766
ახალი ამბები„ქართული ოცნება“: ტერორისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზეა
ტერორისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზეა, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში, რომლითაც პარტია ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მორიგ გლობალურ ანგარიშს ეხ...
1741953015
ახალი ამბები„ნაკლებად მჯერა ზურაბიშვილის ლიდერობის, ხაზარაძეს ფული აქვს და ის იჩალიჩებს ლიდერობაზე“ - იაგო ხვიჩია
„ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი უკვე გაერთიანებული არიან და რამდენად უფრო შეამჭიდროვებენ ერთმანეთთან ჩახუტებას, ვერ გეტყვით, მაგრამ წარმატებას ვუსურვებ, რადგან ჯერ კიდევ ქარტიამ გააერთიანა ეს ხალხი, შ...