„გულშემატკივრობას დიდი ძალა აქვს... იმ შემართებით გავალთ, რომ დავამტკიცოთ ჩვენი შესაძლებლობები, მარტივად არაფერს დავთმობთ“ - გიორგი მამარდაშვილი
„გულშემატკივრობას დიდი ძალა აქვს, ამბობენ რომ დორტმუნდში ბევრი თურქი იქნება, მაგრამ ვფიქრობ გულშემატკივრობაში ვაჯობებთ. არ მგონია, რომ ამ ასპექტში მათ გულშემატკივრებს უპირატესობა ჰქონდეთ“, - ამის შესახებ გიორგი მამარდაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ევროპის ჩემპიონატის მატჩების პროგნოზიც გააკეთა.
„ჩემი აზრით, პირველი თამაში 50/50-ზე იქნება. მთავარია გავუძლოთ ემოციურ წნეხს, რაც იქნება. დებიუტანტები ვართ და იქნება ემოციები. რაც შეეხება პორტუგალიას, ვფიქრობ პორტუგალია ფავორიტია და სიამოვნების თამაში იქნება. ვნახოთ რა მოხდება და პორტუგალიაზეც იმ შემართებით გავალთ, რომ დავამტკიცოთ ჩვენი შესაძლებლობები. მარტივად არაფერს დავთმობთ“, - განაცხადა მამარდაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F-ჯგუფში იასპარეზებს. პირველ შეხვედრას „ჯვაროსნები“ 18 ივნისს, თურქეთთან გამართავენ, 22 ივნისს ჩეხეთს შეხვდებიან, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიას.
1784030103
ახალი ამბებიპრემიერი: გასული 12 თვის განმავლობაში საქართველოდან ჩვენ მოვახერხეთ იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში, წლევანდელი გეგმა არის კიდევ უფრო ამბიციური
უხეში დათვლით, დაახლოებით, 20 000 არალეგალი მიგრანტი იყო შარშანდელი მდგომარეობით საქართველოში და ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიურად პროცესების დაგეგმვა, - განაცხადა საქართველ...
1784028158
ახალი ამბებიპრემიერი: ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა
„სამწუხაროდ, ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა“,...
1784027265
ახალი ამბებისახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ავრცელებს. „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის...
1784025534
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: გრძელდება გაბუტვის რეჟიმი, საუბრობენ „შუა დერეფანზე“, არ საუბრობენ საქართველოზე, რომელიც საკვანძო ქვეყანაა შუა კორიდორში, რა თქმა უნდა, ეს საბავშვო ბაღი ადრე თუ გვიან დამთავრდება
„ესეც არის გაბუტული რეჟიმის ნაწილი და ისინი ვერ გამოვიდნენ იმ მდგომარეობიდან და ვერ გვპატიობენ, რომ ჩვენ არ გამოვაყენებინეთ საქართველო პროქსი ქვეყნად ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა“, - ასე ეხმაურება...
1784025434
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ამ რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავის მანდატს და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ...






























