ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის მოთამაშეთა ასოციაციამ თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცა
სანაკრებო პაუზის შემდეგ იტალიაში დაბრუნებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთი ჯილდო მიიღო.
„კვარაცხელია იტალიის მოთამაშეთა ასოციაციამ აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა სერია A-ს, B-ს და C-ს ფეხბურთელთა გამოკითხვით. მას ხმა მოთამაშეთა 67-მა პროცენტმა მისცა“, – წერს „კალჩო ნაპოლი“.
„სერია A-ში პირველ მატჩებში ხვიჩა კვარაცხელიამ აჩვენა მთელი თავისი რეპერტუარი. მან აგვისტოში სამი გოლი გაიტანა: ერთი თავით; ერთი მარჯვენით, საჯარიმო მოედნის გარედან და ერთი მარცხნიდან. ამასთან, მან ჟელინსკის მისამართით საგოლე გადაცემა შეასრულა. საერთოდ, ყოველთვის, როცა ბურთი მას ჰქონდა, რაღაც მნიშვნელოვანის გაკეთებას ცდილობდა.
მისი გავლენა სერია A-ზე უდავოდ პოზიტიური იყო, იმდენად, რამდენადაც AIC-ში დარეგისტრირებულმა კოლეგებმა თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და ხმების 67% მიიღო. მან აჯობა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს, კალულუს და ჩემპიონატის კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზს, ნემანია რადონიჩს“, – ასეთია გამოცემა ultimouomo-ს შეფასება.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵"ივანიშვილი ჩემთვის ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიაა" - ელისო ბოლქვაძე
1795355338
ახალი ამბებითბილისში, სავაჭრო ცენტრ „სითი-მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სავაჭრო ცენტრ „სითი-მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ავარიის შედეგად, სულ მცირე, 8 ავტომანქანა დაზიანდა. ინფორმაცია დაშავებულ...
1795353692
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ
„არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ, რომელთაც ესაუბრებიან...
1795351895
ახალი ამბებიქუთაისის მერია: ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახებიდან 15-მა გამოთქვა დროებით საცხოვრებელში გადასვლის სურვილი, 15-ვე ოჯახი მერიის შესაბამისი სამსახურების ორგანიზებით, განათავსეს სასტუმროში
„ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით საცხოვრებლებში არიან გადაყვანილი“, - ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადება...
1795350657
ახალი ამბებითბილისის მერია: სიცრუე და ცილისწამებაა ინფორმაცია, თითქოს ზემო ფონიჭალის ეკლესიაში, სადაც აფეთქებას შეწირული დედა-შვილის პანაშვიდი მიმდინარეობდა, ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ მისულა
თბილისის მერია ეხმაურება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზემო ფონიჭალის ეკლესიაში, სადაც აფეთქებას შეწირული დედა-შვილის პანაშვიდი მიმდინარეობდა, ხელისუფლების არცერთი წარმ...
1795348594
ახალი ამბებიგენადი არველაძე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგ...































