ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს და საზოგადოებას ცოლის ძმის განცხადების გამო ბოდიშს უხდის

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დიდ სკანდალში გაეხვია.

მედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაციით, წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, ნოდარ ნიშნიანიძე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებს სიცოცხლის მოსპობით და ცემით ემუქრება.

"პირველ რიგში ქართველი ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს ბოდიშს ვუხდი ფაქტისთვის, რომელიც ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელია.

ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე.

ყველამ, ვინც დღეს, ჩვენს დიდ საფეხბურთო ოჯახს წარმოადგენს იცის რამდენი შრომა ჩავდე ჩემი კარიერის შენებაში.

პირველად ნაკრებში 9 წლის წინ გამომიძახეს და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს კარიერაში.

ეროვნული ნაკრების გარეშე ფეხბურთელის კარიერული ცხოვრება სრულფასოვანი არასოდესაა.

ყველა ფეხბურთელისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული სწორედ ნაკრებია და მეც არ ვარ გამონაკლისი.

ცხოვრებაში არავინ დამჭირვებია მინდორზე მოსახვედრად.

ყველამ, ვისაც ფეხბურთი უყვარს იცის რომ ჩემს მიერ გატანილი გოლების და დაშვებული შეცდომების უკან მხოლოდ მე ვდგავარ.

არავინ და არაფერი ჩემი შრომის და ფეხბურთის სიყვარულის გარდა.

ყველამ, ვინც წარმოადგენს ნაკრებს და ფედერაციას იცის, რომ ეს ჩანაწერი ყველაზე ბოლომ მოვისმინე. თქვენთვის ამ ჩანაწერში ნაკრების წევრებზე საუბრობენ და ჩემთვის მეგობრებზე.

ამიტომ განსაკუთრებით მძიმე და მიუღებელია საუბრის შინაარსი ჩემთვის.

ნაკრებს აქვს ისტორიული შანსი და ამ შანსის გამოსაყენებლად ყველაფერს გავიღებ.

ყველანაირ პირადულ წინააღმდეგობას გადავლახავ.

ჩემთვის მთავარია არ დაზარალდეს ჩვენი დიდი საფეხბურთო ოჯახი და ამიტომ მზად ვარ მივიღო ფედერაციის ნებისმიერი გადაწყვეტილება", - წერს ყაზაიშვილი.

„შაბათის ფორმულას“ ინფორმაციით, ნიშნიანიძე ქართველი ფეხბურთელის, ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმაა.

ნიშნიანიძე მიიჩნევს რომ მისი და „ქართული ოცნების“ წევრების დაპირისპირების გამო, გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა ვაკო ყაზაიშვილი დასაჯა და არ ათამაშა.

გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავად ფეხბურთელი და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794139252

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ გვაცნობა, ხვალინდელი სხდომა, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიდო, სხდომები სამშაბათიდან განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა სამშაბათიდან გაგრძელდება. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სხდომის დაწყება ერთი დღ...

არჩილ გორდულაძე

1794138016

საზოგადოება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალზე ვიზიტორებისთვის უშუალო საფრთხის შემცველი გარემოებები გამოვლენილი არ არის

„უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით ცალკეული პირებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული განცხადებები არ ასახავს ძეგლზე არსებულ რეალურ მდგომარეობას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავ...

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენ

1794136460

საზოგადოება

თბილისის მერმა უსახლკაროს სტატუსის მქონე ნინო ხოჯავას ოჯახს ბინა გადასცა

„გჯეროდეთ, ოცნებები ხდება, მე ეს ოცნება ათი წლის შემდეგ ამიხდა. მადლობა თქვენ ამისთვის“, - ამ სიტყვებით შეეგება უსახლკაროს სტატუსის მქონე ნინო ხოჯავა თბილისის მერს კახა კალაძეს, რომელმაც დღეს მის ოჯახ...

თბილისის მერ

1794134106

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი შეაჯამა და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მ...

მაკა ბოჭორიშვილი

1794132097

საზოგადოება

პრემიერი: მოხარული ვარ, რომ ოფიციალური ვიზიტით ვუმასპინძლე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას, შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვუმასპინძლე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგის ხელმძღვანელობით“, - ამის შესახებ საქართველოსპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობ...

ირაკლი კობახიძე