ქართველი ძიუდოისტების წარმატება ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე

გერმანიის ქალაქ პოტსდამში დასრულდა ძიუდოისტთა ინდივიდუალური ევროპის ჩემპიონატი 23-წლამდელთა შორის. საქართველოს წარგზავნილებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში კი პირველი ადგილი დაიკავეს.
ჩემპიონატის პირველ დღეს მხოლოდ ფინალური ბრძოლა დათმო 57კგ წონით კატეგორიაში გოგონათა ნაკრების წევრმა ნინო ლოლაძემ. ვაჟებში 73 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა კოტე კაპანაძე.
მეორე საშეჯიბრო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. 81 კგ წონით კატეგორიაში ყველას აჯობა ზაურ დვალაშვილმა, ხოლო +100კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა, სადაც საბა ინანეიშვილმა ირაკლი დემეტრაშვილს სძლია.
დღეს საქართველოს შერეული(გოგონათა და ვაჟთა) ნაკრები გუნდურ პირველობაში ჩაერთვება და მეოთხედფინალში ნიდერლანდების ნაკრებს დამარცხებას ეცდება.
1746968860
საზოგადოებამეუფე შიო: ჩვენს ხალხშიც ვხედავთ სულიერ სნეულებებს და ძალიან ვწუხვართ ამის გამო, ამიტომ უნდა ვიქონიოთ ბოროტებასთან ბრძოლის შემართება, რომ ჩვენში გაიმარჯვოს მშვიდობამ
„ფიზიკური სნეულებების გარდა, არსებობს სულიერი სნეულებებიც. ეს სნეულებები შეიძლება იყოს არა მხოლოდ ცალკეული პირების, არამედ მთელი ოჯახების, საზოგადოებების, სახელმწიფოებისაც კი. ისინიც დაკავშირებულია ცო...
1746968673
მსოფლიოფრიდრიხ მერცი - უპირველეს ყოვლისა იარაღი უნდა დადუმდეს, ვიდრე მოლაპარაკებები დაიწყება
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, პუტინის ინიციატივა უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შესახებ „კარგი ნიშანია“, თუმცა „არასაკმარისია“. ამის შესახებ მერცმა სოციალურ ქსელ „იქსში“...
1746965996
სპორტიშოთა ომარაშვილმა თბილისის მსოფლიო თასზე ორი მედალი მოიპოვა
თბილისში მიმდინარე პარაძალოსნობის მსოფლიო თასის მეორე დღეს შოთა ომარაშვილმა (80 კგ) ორი მედალი მოიპოვა. „შოთა ომარაშვილი პარაძალოსნობაში თბილისი 2025 მსოფლიო თასის ორი მედლის მფლობელია. ინდივიდუალურ მ...
1746965393
საზოგადოება„არა ომს“ - რომის ახალმა პაპმა ვატიკანში შეკრებილებს მიმართა
ამ კვირაში არჩეულმა რომის ახალმა პაპმა ლეო XIV-მ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს საკვირაო მესის შემდეგ პირველად მიმართა. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა მოედანზე შეკრებილები დალოცა, მა...
1746962110
ახალი ამბებიერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს ორგანიზება გაუწიოს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს ორგანიზება გაუწიოს. „ანადოლუს“ ცნობით, ერდოღანმა ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტ ემა...