ქართველი მსაჯები რაგბის ჩემპიონთა თასზე, ფრანგული "კასტრისა" და ინგლისური "ჰარლექუინსის" შეხვედრაზე იმსაჯებენ

რაგბის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა თასზე ქართველი არბიტრები ნიკა ამაშუკელი, შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი იმსაჯებენ.

ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

ქართული მსაჯთა ბრიგადა 12 დეკემბერს 2021-2022 წლების გათამაშების პირველ ტურში ფრანგული „კასტრისა" და ინგლისური „ჰარლექუინსის" შეხვედრას გაუძღვება.

მოედნის მსაჯი ნიკა ამაშუკელი იქნება, თევზაძე და აბულაშვილი კი მას გვერდითი ხაზიდან დაეხმარებიან.

ნიკა ამაშუკელის განცხადებით,ეს მათთვის დიდი გამოცდა იქნება.
 
„გარდა იმისა, რომ ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირება ყოველთვის პრინციპულია, „ჰარლექუინსი" ინგლისის მოქმედი ჩემპიონია, „კასტრი" კი განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე წაგებას არავისთან კადრულობს. ასეთ მტკივნეულ ჯახებზე მსაჯებს მაშინ ნიშნავენ, როდესაც აინტერესებთ, როგორ იმოქმედებენ ისინი მაღალი წნეხის პირობებში. ეს მსოფლიო რაგბის მხრიდან ერთგვარი აღიარებაა", - განაცხადა ამაშუკელმა.
 

რაგბის კავშირის ცნობით, ნიკა ამაშუკელს საკმაოდ დატვირთული შემოდგომა ჰქონდა. ის მთავარი მსაჯი იყო ირლანდია-იაპონიასა და ფრანგი ბარბაროსები-ტონგაზე, ხოლო უელსი-ავსტრალიას კიდის არბიტრის რანგში მოემსახურა.

აღსანიშნავია, რომ ამაშუკელმა სამივე თამაშის შემდეგ კარგი შეფასება მიიღო.

ჩემპიონთა თასი 1995 წელს ჰეინეკენის თასის სახელით დაარსდა და მასში ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის, უელსის, შოტლანდიისა და იტალიის წამყვანი კლუბები მონაწილეობენ.

2014 წლიდან მას ჩემპიონთა თასი ეწოდება და აქამდე არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ მისი ეგიდით ჩატარებული მატჩი ტიერ 2 ქვეყნის წარმომადგენელს ემსაჯოს.

ასევე დაგაინტერესებთ: 

🔲 საქართველოს რაგბის კავშირი 60 წლისაა - როგორ აღნიშნეს საიუბილეო თარიღი (ფოტოკოლაჟი)

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794764373

ახალი ამბები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და გარკვეულ შემთხვევებში აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო“, - აღნიშნულის შ...

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

1794761277

ახალი ამბები

პატრიარქის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა

თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა. მისი უწმინდესო...

ახალნათელღებული შეემატა

1794759304

მსოფლიო

ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია

ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, იუწყება BBC. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო თავდ...

ირანმა ბაჰრეინში

1794755991

ახალი ამბები

შიო მესამე – სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად

სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთ...

მეუფე შიო

1794753088

მსოფლიო

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი: შავ ზღვაში, რუმინეთის სანაოსნო არხთან ახლოს, სამ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის სულინას არხთან, სამ კომერციულ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. მისივე თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ ააფრინეს გა...

ლუკა ნიკულესკუ