საქართველოს რაგბის კავშირი 60 წლისაა - როგორ აღნიშნეს საიუბილეო თარიღი (ფოტოკოლაჟი)
თბილისში, კონსტიტუციისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე, იქ, სადაც 1961 წლის 1 დეკემბერს საქართველოს რაგბის კავშირის წინამორბედი ორგანიზაცია დაარსდა, რაგბის კავშირის 60 წლის იუბილე აღნიშნეს.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ისტორიულ შენობაზე მემორიალური დაფა გახსნა, რომელიც ამიერიდან ყველას ამცნობს, რომ სწორედ აქ, 1961 წლის 1 დეკემბერს, გივი მრელაშვილის თაოსნობით დაარსდა „საქალაქო რეგბის სექცია“
საიუბილეო ღონისძიებას რაგბის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, გამგეობის წევრები, ვეტერანი თუ მოქმედი მორაგბეები ესწრებოდნენ.
"დღეს რაგბის კავშირის 60 წლის იუბილეა. ბედნიერებაა, რომ გივი მრელაშვილის სახით ცოცხალი გმირი გვყავს. ხაზგასმით ვამბობ, 24 წლის ასაკში მან ბოლომდე იბრძოლა და იქ სადაც არაფერი იყო, პირველად საბჭოთა კავშირში, რაგბის სიყვარულით, საქართველოს რაგბის კავშირის წინამორბედი ორგანიზაცია დააფუძნა.
ეს არის მაგალითი იმისა, როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო, შენი საყვარელი საქმე და როგორ უნდა იბრძოლო საკუთარი ქვეყნის წარმატებისა და მომავლისთვის.
დღეს აქ სწორედ იმისთვის ვიმყოფებით, რომ 1961 წლის ეს ღირსშესანიშნავი თარიღი აღვნიშნოთ და გავხსნათ მემორიალური დაფა.
მიხარია, რომ ჩვენს გვერდით არის ბატონი გივი და ამდენი ვეტერანი მორაგბე“, – ამბობს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე.
პირველი მოჭადრაკე ქალი, რომელსაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და ოლიმპიური ოქროს მრავალგზის მფლობელი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი რაგბის კავშირის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იყო.
ის ამ პროცესებში საკუთარ მონაწილეობას ასე იხსენებს:
„დღეს ჩვენ ვიცით, როგორი წარმატებულია ქართული რაგბი და როგორ ელოდება ქართველი ხალხი მორაგბეებისგან კიდევ უფრო მეტ წარმატებას, მაშინ კი რაგბის შესახებ რამდენიმე ადამიანის გარდა არავინ არაფერი იცოდა.
მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, თუმცა უკვე მოპოვებული მქონდა მსოფლიოს ჩემპიონის წოდება.
მითხრეს, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტი ბორის პაიჭაძე იქნებოდა, მე კი ვიცე-პრეზიდენტობას მთავაზობდნენ და ასე გავხდი ამ ორგანიზაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.
იმ პერიოდში სათამაშოდ ინგლისში მივდიოდი და ადგილობრივი სპორტული ჟურნალისტის დახმარებით შევიძინე რაგბის წიგნი, რომელიც გადათარგმნეს და ასე დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა.
მიხარია, რომ იმ თაობამ შექმნა საფუძველი იმისა, რაც დღეს ასეთი წარმატებულია და მინდა მორაგბეებს მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატებები ვუსურვო“, - მიმართა შეკრებილ საზოგადოებას ნონა გაფრინდაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔲 ეკატერინე გორგოძე ურუგვაის WTA ტურნირის გამარჯვებულია
🔲 კარატისტი გოგიტა არქანია მსოფლიო ჩემპიონი გახდა







1793877443
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ის, რომ უხამსობა საჯარო სივრცეში მიუღებელია, ეს ყველამ იცის, ყველა ადამიანი საკუთარ ქცევაზეა პასუხისმგებელი, ასე რომ თუკი ვინმეს მიმართ გამოიყენება ზომები უხამსობისთვის, ეს მათი ქცევის გამოა
„ის ჩემს გამო არ არის ციხეში, ის არის თავისი უხამსობის გამო“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - „არ გეუხერხულებათ, რომ თქვენ გამო ჟურნალისტი ერთი თვეა ციხეშ...
1793875238
ახალი ამბებიმაია ბითაძე: ჩვენი მიზანია, მუზეუმები არქეოლოგიური ცოდნისა და განათლების ცოცხალ ცენტრებად ვაქციოთ, სადაც ახალი თაობები საკუთარი ისტორიის აღმოჩენას, შესწავლასა და გააზრებას შეძლებენ
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ვანში, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში იმყოფებოდა. მუზეუმის ფუნქციონირების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მინისტრს ეროვნული მუზე...
1793873995
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ერთ დღეს ვიგებთ, რომ „ნაცები“ ალიანსიდან წავიდნენ, მეორე დღეს ამბობენ, რომ გააგდეს და გარიცხეს, შეგვიძლია, ამ აგენტურულ ერთობას გაქცეულების, გარიცხულებისა და გაგდებულების ერთობა ვუწოდოთ
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამ უსამშობლოებმა ერთმანეთი გარიცხეს, გაყარეს, თავად გაიქცნენ თუ რა გააკეთეს“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვ...
1793872394
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: წლებია ცდილობენ ქართული მართლმსაჯულების გაშავებას და ყოველ ჯერზე ცხვირი წაიტეხეს, ბატონი ჰერჩინსკი პირადად აშავებდა ქართულ მართლმსაჯულებას, როდესაც დემარშით მივიდა იუსტიციის მინისტრთან
„თუკი მართლმსაჯულების სისტემა ასე გამართულად მუშაობს, გადაწყვეტილებები ასე სამართლიანია, რომ ვერცერთ პოლიტიზებულ საკითხზე ვერ დაამტკიცეს თავისი პრეტენზიები ბრიუსელმა და მისმა დაქირავებულმა ჯგუფებმა, ე...
1793871361
საზოგადოებაპაპუაშვილი: არაერთხელ ყოფილა ისეთი საკითხები განსახილველი, სადაც სამართლის, პოლიტიკის, სახელმწიფო ინტერესების გადაჯაჭვა ხდება, მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლომ ყოველთვის დაადგინოს ის სტანდარტი, რომელიც ასეთ დროს იკვეთება
„საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიის განმავლობაში არაერთხელ ყოფილა ისეთი საკითხები განსახილველი, სადაც სამართლის, პოლიტიკის, სახელმწიფო ინტერესების გადაჯაჭვა ხდება“, - განუცხადა ბათუმში ჟურნალისტებს პა...



























