სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის ბრინჯაოს პრიზიორია

თბილისი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასის გათამაშებას მასპინძლობს.

სპორტის სასახლეში მიმდინარე ტურნირში, ტრადიციულად გამორჩეულად იასპარეზა მსოფლიოს N1 ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ. სანდრომ ჯერ ჰონკონგელი ჰოი ჩუნ ჩანგი დაამარცხა (15-3), შემდეგ კორეელები - ჯუნგჰვან კიმი (15-6) და ბონგილ გუ (15-8). მოუგო ფრანგ სებასტიან პატრისსაც (15-13), ნახევრფინალში ირანელ სპორტსმენს, ალი პაკდამანს დაუპირისპირდა, სამწუხაროდ დაძაბული შეხვედრა ანგარიშით 13:15 დათმო და ასპარეზობა მესამე საპრიზო ადგილით დაასრულა.

ტურნირის გამარჯვებული სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი არონ სილაგი გახდა, ვერცხლის მედალი ალი პაკდამანს ერგო,  ხოლო ბრინჯაოს მედალი, სანდრო ბაზაძესთან ერთად, იტალიელმა ლუიჯი სამელემ მოიპოვა.

მსოფლიოს თასის გათამაშებას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე  ფარიკაობის მსოფლიოს ფედერაციის (FIE) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსოფლიოს თასის გათამაშებაში 42 ქვეყნის 204 სპორტსმენი, მათ შორის FIE-ს მსოფლიოს რეიტინგის 15 საუკეთესო მოფარიკავე მონაწილეობს. მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის სალიცენზიო პერიოდი დასასრულს უახლოვდება, ამიტომ თბილისში მიმდინარე ასპარეზობა რეიტინგის გასაუმჯობესებლად და ოლიმპიური ლიცენზიების მოსაპოვებლად ერთ-ერთი ბოლო შანსია. ხმლით მოფარიკავე მამაკაცებს თბილისის შემდეგ ქულების დაგროვება მხოლოდ პადუისა და ბუდაპეშტის მსოფლიოს თასის გათამაშებებში შეეძლებათ.

საქართველოში ჩატარებულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში სანდრო ბაზაძემ მედალი მეორედ  მოიპოვა. პირველად მან ისტორიული გამარჯვება 2022 წელს თბილისში გამართულ შეჯიბრებაში იზეიმა და ამ შედეგით პირველი ქართველი მოფარიკავე გახდა, რომელმაც  მსოფლიოს თასის მოგება შეძლო. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1722008200

ჰოროსკოპი

„ავიღებთ ფურცელს, რომელსაც თავზე დავაწერთ სამ რვიანს და ვწერთ რვა ნებისმიერ სურვილს“ - როგორი აგვისტო გველოდება?რჩევები ანზორ ოდიშარიასგან

ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა. მისი თქმით, „აგვისტო წელს ძალიან უცნაური და საინტერესო თვე აღმოჩნდა...

 ანზორ ოდიშარია

1722006834

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და მის წევრებს საარჩევნო სიახლეები გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და წევრი ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონულ ტექნოლოგიები გაა...

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი

1722005988

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონის მიერ ოლიმპიადის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა. სახე...

კობახიძე

1722001880

ჰოროსკოპი

გაიგეთ, რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელოდება საზაფხულო რომანები?

„იქნება სტიქიები მსოფლიოს გარშემო, ეს მოაქვს ნეპტუნს, ამიტომ თუ აპირებთ ზღვაზე წასვლას იყავით ფრთხილად. დაისვენეთ, ნუ დახარჯავთ ბევრ ფულს უაზროდ, ნუ შეიძენთ ზედმეტ ნივთებს, რადგან თავიდან ავირიდოთ ზედ...

ააა

1721999623

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7087 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7160 ლარი იყო.  გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი