საქართველომ რუმინეთი გაანადგურა 43:5 და "რაგბი ევროპის" ფინალში გავიდა!

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთი „მიხეილ მესხზე“ 43:5 დაამარცხა და მათთან საზიარო ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც 2002 წლიდან თამაშდება, მე-18-ედ შემართა, პარალელურად კი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზური მოიპოვა.

ნახევარფინალში ბორჯრალოსნებმა მეტოქეს 7 ლელო გაუტანეს და 80 წუთის განმავლობაში გამარჯვება ეჭვქვეშ წამითაც არ დაუყენებიათ. ეს იყო ორი განსხვავებული დონის გუნდის დაპირისპირება, სადაც გამარჯვებულს ორჯერ მეტი სხვაობითაც შეეძლო მოგება, მაგრამ განსაკუთრებით პირველ ტაიმში,რამდენიმე სალელოვე შანსი გაანიავა.

ეს იყო ამ გუნდების 29-ე დაპირისპირება, საიდანაც 19 საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, ერთხელ ფრე დაფიქსირდა, 9-ჯერ კი გამარჯვება მეტოქეს დარჩა – ბოლოს 2017 წელს. ამ 29 შეხვედრიდან „მუხები“ უფრო დიდი სხვაობით მხოლოდ ერთხელ, 2023 წელის ზაფხულში დავამარცხეთ (56:6), ამჯერად კი 7 ლელო გავუტანეთ და მეორე შედეგი ვაჩვენეთ.

აკაკი ტაბუცაძემ მეტოქეს სამი ლელო გაუტანა, რითაც საკუთარი მონაგარი 35-მდე გაზარდა და ბორჯღალოსანთა მელელოვეებს დამაჯერებლად ლიდერობს.

ისევე, როგორც რაგბი ევროპის ჩემპიონატის განვლილ სამ მატჩში, ბორჯღალოსნებმა ხარისხობრივად უკეთესი მეორე ტაიმი ჩაატარეს, თუმცა მატჩის მსვლელობისას ის მუდმივად ლიდერის პოზიციაში იყო და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ნებისმიერ დროს შეეძლო მომატება. შესვენებამდე ჩვენმა გუნდმა 5 სალელოვე შანსიდან მხოლოდ ორის გამოყენება მოახერხა და 10:0 დაწინაურდა.

ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა. ჯარიმა კარში არ დავარტყით, დერეფნის შემდეგ მერაბ შარიქაძემ შეუტია, ამას ფორვარდების რამდენიმე დარტყმა მოყვა, რის შემდეგაც ბურთი ფრთაზე ჩათამაშდა და იქ აკაკი ტაბუცაძემ იყოჩაღა. ამის შემდეგ რამდენჯერმე შევედით მეტოქის 22-ში და თითქოს ლელოც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ შეტევაში უყურადღებოდ ვითამაშეთ.

რადგან შეტევაში თამაში ვერ ავაწყეთ, ტაიმის ბოლოს ლუკა მატკავამ ჯარიმის კარში დარტყმა გადაწყვიტა და მიზანმა უმტყუნა. სამაგიეროდ, შეხვედრა რომ განახლდა მოედნის ცენტრშივე თამაში ავაჩქარეთ და ეგრევე უპირატესობა მივიღეთ, ილია სპანდერაშვილმა ხაზი გაჭრა და ტაბუცაძემ მეორე ლელო გაიტანა – 10:0.

მეორე ტაიმში შეტევაში თამაში გამოსწორდა და ეს შედეგზეც აისახა. 50-ე წუთზე ცენტრში დანიშნული შერკინების შემდეგ თამაში ავაჩქარეთ, პირველივე ჯერზე შევძელით უპირატესობის ხაზის გადაკვეთა და მირიან მოდებაძემ ლელო გაიტანა. ამჯერად გარდასახვა დავით ნინიაშვილმა შეასრულა და ბურთი ძელებსშუა გაატარა. 5 წუთში კარგი ხელდახელ შეტევის შემდეგ 5-მეტრიანი დერეფანი მივიღეთ, საიდანაც მოლი ავაგორეთ და ლელო ბექა გორგაძემ გაიტანა.

64-ე წუთზე მოლი უკვე მარჯვენა ფრთაზე ავაგორეთ, მას ბოლო მომენტში ლუკა ივანიშვილი მოეხსნა და მისი ლელო ნინიაშვილმა გარდასახა. ამის შემდეგ რუმინელებმა პირველად მოახერხეს შეტევის ორგანიზება და 70-ე წუთზე ერთი პრესტიჟის ლელო გაიტანეს, თუმცა ამან ჩვენები თამაშის ხასიათზე მოიყვანა და ნინიაშვილის ორ გარღვევას ორი ლელო მოყვა. პირველ ჯერზე მის ფეხით შეცურებულ ბურთს ტაბუცაძე მიყვა, მეორედ კი მისი პასით დემე თაფლაძემ ისარგებლა. შეცვლაზე შესულმა თედო აბჟანდაძემ ორივე გარდასახა – 43:5.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე დავით ნინიაშვილი გახდა. საქართველო თასის ფინალს პარიზში, 17 მარტს ითამაშებს, მისი მეტოქე კი პორტუგალიასა და ესპანეთს შორის გამარჯვებული იქნება (გაიმართება 3 მარტს).

 

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი. ნახევარფინალი

2 მარტი. თბილისი. მიხეილ მესხი. 11 000 მაყურებელი

საქართველო – რუმინეთი 43:5 (10:0)

საქართველო

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ტულონი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. ბექა გორგაძე (პო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

7 ლელო: ტაბუცაძე (3), მოდებაძე, გორგაძე, ივანიშვილი, თაფლაძე

4 გარდასახვა: ნინიაშვილი (2), აბჟანდაძე (2)

წყარო: www.rugby.ge

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751734076

საზოგადოება

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საჭიროებებს გაეცნო

 საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საჭიროებებს გაეცნო. თინათინ რუხაძემ მესტიის მუნიციპალიტეტის მერის პირველ...

თინათინ რუხაძე

1751728950

ახალი ამბები

სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ ქართველი ემიგრანტების სახელით გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან

 სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ ქართველი ემიგრანტების სახელით გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან. ქართველი ემიგრანტები გავრ...

მშვიდობის გლობალურ ინდექსში“ საქართველო ექვსი საფეხურით დაწინაურდა

1751728855

საზოგადოება

მერიკო კარტოზია: ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები ემიჯნებიან განცხადებას, რომელიც გაკეთდა გარკვეული ჯგუფის მიერ, თითქოს ემიგრაცია ემიჯნება სახელმწიფოს და ევროკავშირს სთხოვს დაუწესოს სანქციები - ჩვენ არ ვიზიარებთ ამ განცხადებას

 სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი ემიგრანტების სახელით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან. ქართველი ემიგრანტები გა...

მერიკო კარტოზია

1751726195

საზოგადოება

ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი ემიგრანტების სახელით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან

 სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი ემიგრანტების სახელით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან. საქმე ეხება მედიაში გაჟ...

კლავიატურა

1751724557

საზოგადოება

მაია ბითაძე: რევოლუცია დაივიწყოს ყველამ, ამ ქვეყანაში რევოლუცია აღარ მოხდება და ყველაზე დიდი გეგმა, რაც საქართველოს მთავრობას აქვს, ეყრდნობა ქართველი ხალხის გონიერებას

 რევოლუცია დაივიწყოს ყველამ, ამ ქვეყანაში რევოლუცია აღარ მოხდება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ. მისი გა...

მაია ბითაძე