საქართველოს ნაკრები "რაგბი ევროპის" ჩემპიონია!

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონია.
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, „ჟან ბუინზე“, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ფინალში პორტუგალიას დაუპირისპირდა. „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე ანგარიშით 36 :10 დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტული მეთექვსმეტედ მოიპოვეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ თორნიკე ჯალაღონია დაასახელეს.
საქართველოს ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ ჩემპიონობა 2018 წლიდან დღემდე ზედიზედ მეშვიდედ იზეიმა. აღსანიშნავია, რომ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილიმ „ბორჯღალოსნებთან“ ერთად პირველი ტიტული მოიგო. ქართველმა მორაგბეებმა ფინალში პორტუგალიელების დამარცხება გასულ წელსაც შეძლეს - მათ მეტოქეს ესპანეთში გამართულ მატჩში ანგარიშით 38:11 სძლიეს.
„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველომ გერმანია, ნიდერლანდები და ესპანეთი დაამარცხა, ნახევარფინალში კი რუმინეთს ანგარიშით 43:5 მოუგო და ანთიმოზ ივერიელის თასი მეთვრამეტედ დაისაკუთრა.
1747752605
საზოგადოებაკოტე ჟღენტი: ასეთი სახის კონფლიქტები, როგორიც რუსეთ-უკრაინის ომია, სწრაფად და უმტკივნეულოდ არასოდეს მთავრდება - მსოფლიოს წამყვანი ძალების იმდენი ინტერესია ერთმანეთთან გადაჭდობილი, რომ სწრაფად ამის მოგვარება შეუძლებელია
ასეთი სახის კონფლიქტები როგორც რუსეთ-უკრაინის ომია, სწრაფად და უმტკივნეულოდ არასოდეს მთავრდება ხოლმე, - განაცხადა დიპლომატმა კოტე ჟღენტმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“. მისი თქმით, ამ ომში მსოფლიოს წამყვა...
1747751358
საზოგადოებაგიორგი მამარდაშვილს საქართველოს 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო გადაეცა
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვის შედეგად, გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად დასახელდა. საქართველოს ნაკრების მეკარე „ვალენსიის“ შემადგენლობაში „მესტალიაზე“ გამართული...
1747750641
საზოგადოებაპროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის მცდელობის და მომზადების ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის მცდელობის და რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს...
1747749725
საზოგადოებაღუდუშაური „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ბოროტება არ დაბრუნდეს - ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარ თავში ვერ იპოვეს ძალა, რომ გაჩუმდნენ და ჭირისუფლების მიმართ მაინც გამოხატონ პატივისცემა
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ „...
1747746565
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7401 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7406 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...