შამილიშვილის ვერცხლი და მიშველიძის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში და ქართულმა დელეგაციამ პირველი მედლები მოიპოვა. 

ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულებსაც იძლევა, 55 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა იასპარეზა.

რამინ შამილიშვილმა ატაცში მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება შეასრულა, სამივე ცდა 106 / 109 /111 წარმატებით დაძლია საქართველოს ნაკრების 2024 წლის ყულაბას პირველი მედალი მოუტანა!
შამილიშვილმა აკვრაში დაძლეული 126 / 130 კილოგრამით მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 241 კილოგრამით კვლავ ვერცხლის მედალს დაეუფლა და ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.

გოდერძი ბერდელიძემ კი ატაცში თავი 107 კილოგრამს გაართვა და მე-4 ადგილზე გავიდა, ძალოსანმა აკვრაში 123 კილოგრამი დაძლია და მე-8 საფეხური ერგო, ორჭიდში მოგროვილი 230 კილოგრამით კი მე-6 იყო. 

61 კგ. წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძემ იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა პირველ მოძრაობა-ატაცში 121 / 125 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მიშველიძემ აკვრაში თავი 143 / 147 კილოგრამს გაართვა და მე-4 ადგილზე გავიდა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 272 კილოგრამით ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

67 კგ. წონით კატეგორიაში ფიცარნაგზე გოგა ჩხეიძე გამოვიდა. პირველ მოძრაობა-ატაცში ქართველმა ძალოსანმა  128 / 132 კგ. დაძლია და მე-9 ადგილზე გავიდა.

ჩხეიძემ აკვრაში თავი 157 კილოგრამს გაართვა და  კვლავ მე-9 ადგილი ერგო, იგივე საფეხურზე აღმოჩნდა ორჭიდში მოგროვილი 289 კილოგრამითაც.

დღეს ასპარეზობაში 73კგ წონით კატეგორიაში არჩილ მალაყმაძე ჩაერთვება. 

მასალის გამოყენების პირობები



მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738694074

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს: ლიბერალური ფაშიზმი, გაუკუღმართებული ღირებულებები და „ლგბტ“ სიგიჟეები ასაზრდოვეთ, რამაც საბოლოო ჯამში, ლიბერალური დღის წესრიგის დეკონსტრუქცია გამოიწვია!

 პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას „ევროკავშირი მზად არის შეერთებულ შტატებთან მკაცრი, მაგრამ კონსტრუქციული დიალოგისთვის“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს,...

აა

1738692251

მსოფლიო

შვედეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა

 შვედეთის პოლიციის განცხადებით, ქალაქ ერებრუში მდებარე სკოლაში სროლის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა. „ამ დროისთვის ვმუშაობთ გარდაცვლილთა იდენტიფიცირებაზე“, - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის უ...

შვედეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა

1738690783

მსოფლიო

ილონ მასკი: აშშ-ის ლობისტური და იურიდიული კომპანიები, რომლებიც უცხოური შემოწირულობების გათეთრებაში არიან ჩართულნი, უნდა გამოიძიონ და დახურონ

 კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი ამტკიცებს, რომ აშშ-ის ზოგიერთი ლობისტური და იურიდიული ფირმა უცხოური შემო...

ილონ მასკი

1738688112

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი USAID-ზე: ეს, რა თქმა უნდა, არის სკანდალი. ჩვენი ოპოზიციისთვის ეს სერიოზული დარტყმაა ისევე, როგორც „ენჯეოებისთვის“, რომლებიც ოპოზიციის ნაწილს წარმოადგენენ

,,ჩვენი ოპოზიციისთვის ეს სერიოზული დარტყმაა ისევე, როგორც „ენჯეოებისთვის“, რომლებიც ოპოზიციის ნაწილს წარმოადგენენ და პირდაპირ თუ ირიბად, USAID-გან ან NED-გან ფინანსდებოდნენ“, - ასე გამოეხმაურა საპარლა...

ლევან მაჭავარიანი

1738684744

ახალი ამბები

ვოლსკი: ნებისმიერ დემოკრატიულ სამყაროში ჩვენ არაერთი მაგალითი ვიხილეთ, თუ როგორ ისჯებიან იმისათვის, როდესაც პოლიციელზე მიაქვთ შეტევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ევროპელი პოლიტიკოსების მიერ, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა. ვოლსკის თქმით, ნ...

ვოლსკი