ბორის ჯონსონი: უკრაინას გამარჯვება შეუძლია და ის აუცილებლად გაიმარჯვებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი კიევში იმყოფებოდა.
როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, ბრიტანეთმა განაგრძოს იმის ჩვენება, რომ უკრაინას არამხოლოდ ახლა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში უჭერს მხარს.
"რუსები ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ წინ და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ ის, რაც სიმართლეა - რომ უკრაინას გამარჯვება შეუძლია და ის აუცილებლად გაიმარჯვებს". - განაცხადა ჯონსონმა.
ბორის ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ომის გაჭიანურება უკრაინის შეიარაღებული ძალების "გადაღლას" ისახავს მიზნად და ამ დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა.
"როდესაც უკრაინაში დაღლილობა შეიმჩნევა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მათ გვერდით გრძელვადიან პერსპექტივაში ვართ და მივაწოდებთ ყველაფერს, რაც მათ სჭირდებათ", - აღნიშნა ჯონსონმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი 17 ივნისს უკრაინის დედაქალაქ კიევში კვლავ ჩავიდა. ვიზიტისას იგი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
1788279677
მსოფლიონეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 050-მდე გაიზარდა
ნეპალში, კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 1 050-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ CNN წერს. კატასტროფების რისკის შემცირების მართვის სააგენტოს (NDRRMA) მონაცემებით, ნეპალში, სულ...
1788277123
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საჯარო სტრუქტურებში გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას, სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გამოცხადდა საჯარო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, აღნიშნული მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს...
1788276565
ახალი ამბები„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში შეხვდ...
1788275376
ახალი ამბებიბათუმში ზღვაში გაუჩინარებული ქალის ცხედარი იპოვეს
4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმის ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. ქალის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ცნობისთვის, 29 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი წყალში შე...
1788272453
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით
„აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი აცხადებს, აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გ...































