მძიმედ დაჭრილებმა საჭირო დახმარება მიიღეს, შეძლეს ევაკუაცია - დენის პროკოპენკო
აზოვის პოლკის მეთაურის, დენის პროკოპენკოს თქმით, აზოვსტალის ქარხნიდან შესაძლებელი გახდა სამოქალაქოებისა და დაჭრილების ევაკუაცია.
"მარიუპოლის დაცვის 86-ე დღე. უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისა და ქალაქის დაცვის შეწყვეტის შენარჩუნების ბრძანება გასცა.
შესაძლებელი გახდა სამოქალაქოების ევაკუაცია, მძიმედ დაჭრილებმა მიიღეს აუცილებელი დახმარება, შეძლეს შემდგომი გაცვლით ევაკუაცია და უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანა. დაღუპულ გმირებთან დაკავშირებით – პროცესი გრძელდება და ვიმედოვნებ, ახლო მომავალში ახლობლები და მთელი უკრაინა შეძლებს თავისი გმირების პატივის დაკრძალვას". – თქვა პროკოპენკომ.
გასულ ღამეს აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ ქარხნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ოპერაცია, რომლის დეტალებსაც არ გაასაჯაროებს.
17 მაისს უკრაინამ დაიწყო აზოვსტალიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით დაჭრილთა ევაკუაციის დეტალებს არ ასაჯაროებს. რუსულ მედიაში წერენ, რომ დაჭრილი უკრაინელი სამხედროები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ საავადმყოფოებში გადაჰყავთ.
ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან 1 000-მდე უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.
ვოლოდინი აზოვის მებრძოლებზე: ნაცისტი კრიმინალები არ უნდა გაცვალონ
რუსული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები დაკითხავენ უკრაინელ მებრძოლებს, რომელთა ევაკუაციაც მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნიდან მოხდა. ამასთან, რუსეთის გენერალური პროკურატურა უზენაეს სასამართლოს მიმართავს, რომ უკრაინაში მებრძოლი აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს.
აზოვსტალში მყოფი სამხედროების შესახებ უკრაინის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ბოლო ცნობებით, ქარხანაში 1 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი იყო, რომელთაგან ბევრი დაშავებულია. აზოვსტალის ქარხანა უკვე დატოვა ყველა ქალმა, ბავშვმა და მოხუცმა.
ასევე წაიკითხე:
1795286747
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ნარკორეალიზატორების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება უმკაცრესია
ნარკორეალიზატორების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება უმკაცრესია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ. გორდულაძის თქმით, მმართველი გუნდი...
1795284610
სპორტიალექსანდრე თოფურია UFC-ში სანტიაგო ლუნასთან დამარცხდა
ალექსანდრე თოფურია UFC-ში სანტიაგო ლუნასთან მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა. 2026 წლის 21 ნოემბერს, კატარის დედაქალაქ დოჰაში (ABHA Arena) გამართულ ღონისძიებაზე, 3 რაუნდიანი შეხვედრა მექსი...
1795283354
საზოგადოებაგორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: საშუალება არ აქვთ სპეცრაზმის გამოყენებითა და ნიღბიანი ადამიანებით შემოვარდნენ, მაგრამ რისი საშუალებაც აქვთ ეს არის, რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე „იმედის“ დახურვის რეალური მიზანი რაც არის, იმას მხარი დაუჭირონ
7 ნოემბერს ნიკა გვარამია პროკურორი რომ იყო და მას რომ არ მოეწონა „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკა, ადგნენ და შემოვარდნენ სპეცრაზმით „იმედის“ ტელევიზიაში და ქვა-ქვაზე არ დატოვეს ამ შენობაში, - განაცხადა გა...
1795281903
საზოგადოებალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა
ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი.ან ოჯახებს როგორ დაითვლი, როდესაც საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გ...
1795280910
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: სამართალდამცავი ორგანოები იდგებიან იმ ადგილზე და იმ სიმაღლეზე, რომ ამ ქვეყანაში ვისაც უნდა ხელისუფლებაში დამხობით მოვიდეს, ვერც ხელისუფლებას და ვერც კონსტიტუციურ წყობილებას ვერ დაამხობს
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შსს, პარლამენტის დეპუტაცია, უკლებლივ ყველა 4 ოქტომბრის წინ განცხადებებს ვაკეთებდით და ვამბობდით, რომ 4 ოქტომბერს ყველას აქვს უფლება, შეიკრიბოს, მაგრა...


























