„მტერმა ქალაქი ალყაში მოაქცია და ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე მძევლად ჰყავს, ქალები და ბავშვები, მათ შორის ჩვილები“ - სერგეი ვოლინა მსოფლიოს მიმართავს

კონტრადმირალ მიხაილ ბელინსკის სახელობის 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა მსოფლიოს მიმართავს.
"მე, სერგეი ვოლინა, კონტრადმირალ მიხაილ ბელინსკის სახელობის 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური, მოგმართავთ ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან.
50 დღეზე მეტია, ქალაქის დამცველები გმირულად იცავენ თავს, მიუხედავად მტრის მიერ მუდმივი საჰაერო დაბომბვის, საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმებისა. მარიუპოლი მაინც უკრაინული ქალაქია, რასაც არ უნდა გეუბნებოდეთ რუსული პროპაგანდა. ჩვენ ყოველდღიურად ვიბრძვით და ვაკავებთ მტრის ათასობით სამხედროს და ხელს ვუშლით მათ წინსვლას, მაგრამ ეს ხდება ზეადამიანური ძალისხმევისა და დიდი დანაკარგების ფასად.
ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება. მტერმა ქალაქი ალყაში მოაქცია და ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე მძევლად ჰყავს. ქალები და ბავშვები, მათ შორის ჩვილები, იმალებიან ჩვენს სამხედრო ბუნკერებში. ჩვენი დაჭრილები ყოველდღიურად იღუპებიან აუტანელი ტანჯვით, რადგან წამლები, სადეზინფექციო საშუალებები, ანესთეზიის საშუალებები დიდი ხანია ამოგვეწურა. ჩვენ ვთხოვთ მსოფლიოს დაჭრილების, ბავშვების, ქალების და გარდაცვლილების ცხედრების ევაკუაციაში დახმარებას.
მოვუწოდებთ მსოფლიო პოლიტიკოსებს, საზოგადო და რელიგიურ მოღვაწეებს, არ იყვნენ გულგრილები მარიუპოლის ბლოკადაში მოყოლილი ადამიანების მიმართ, მათი ნების საწინააღმდეგოდ. ახლა ჩვენ, სამხედროები, იძულებულნი ვართ არა მარტო ვებრძოლოთ მტერს, არამედ ვიზრუნოთ ათასზე მეტ სამოქალაქო პირზე. არ დაუჯეროთ რუსეთის დაპირებებს სამხედროებისთვის „მწვანე დერეფნის“ შესახებ. ეჭვგარეშეა, რომ ეს არის მახე მარიუპოლში უკრაინული სამხედრო ჯგუფის უბრძოლველად განადგურების მიზნით. ქალაქს სასწრაფოდ სჭირდება განბლოკვა. ამისთვის ჩვენ გვჭირდება მძიმე იარაღი. ევროკავშირს და აშშ-ს შეუძლია ეს მოგვაწოდოს, მძიმე იარაღი გადაარჩენს უკრაინელ სამხედროებს. მარიუპოლის გადარჩენა შესაძლებელია. ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ სისხლის ბოლო წვეთამდე, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სამყარომ ყველაფერი გააკეთა ამისთვის. მაშინ ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის შეუძლებელიც კი" - ნათქვამია მიმართვაში.
ასევე საინტერესოა:
🔵 300 000-მდე ფერმერი სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის ფარგლებში 300 ლარს მიიღებენ
1753375016
ახალი ამბებითვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრებლების ადვოკატი: კრედიტორის კეთილი ნებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები ორი ოჯახი დაკმაყოფილდა ერთჯერადი კომპენსაციით
„კრედიტორის კეთილი ნებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები ორი ოჯახი დაკმაყოფილდა ერთჯერადი კომპენსაციით“, - ამის შესახებ თვალჭრელიძის ქუჩაზე, ავარიულ კორპუსში მცხოვრებლების წარმომადგენელმა თეონა რობაქი...
1753374071
სპორტირევაზი მჭედლიშვილი ახალგაზრდებს შორის MMA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
აბუ-დაბიში შერეული საბრძოლო ხელოვნებების ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება. მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რევაზ მჭედლიშვილმა(57 კგ). რევაზ მჭედლიშვილმა 4 მებრძოლი დაამარცხა და...
1753371170
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა, - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „პ...
1753368799
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გასაღების მცდელობის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გასაღების მცდელობის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქ...
1753367155
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: 64-ვე მუნიციპალიტეტში რადიკალებს „ქართული ოცნებისგან“ მძიმე მარცხი ელოდებათ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი მედიასთან აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე, რადიკალური ოპოზიცია 64-ვე მუნიციპალიტეტში დამარცხდება. „64-ვე...