უკრაინაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინის ქალაქ იზიუმთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია დაიღუპა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, შურღაიამ ერთ-ერთი ბრძოლის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო და კანტუზია განუვითარდა, მაგრამ მკურნალობის კურსი ბოლომდე არ ჩაუტარებია და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება გააგრძელა, რის გამოც მდგომარეობის გართულების შემდეგ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„რატი დაჭრილი იყო, ცოტა იმკურნალა კიევში, მაგრამ არ გაჩერდა, ბოლომდე არ უმკურნალია, ისევ დაბრუნდა და აი, რა მოხდა. კანტუზიაც ჰქონდა და ძალიან ცუდად იყო, ყოველ დღე ვურეკავდი, გადასხმებს ვიკეთებო, ახლა უკან უნდა დავბრუნდეო, წავიდა უკან და ეს მოხდა“, - აცხადებს შურღაიას ოჯახის ახლობელი.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთთან ომში 11 ქართველი დაიღუპა. დაღუპული ქართველი მებრძოლები არიან: დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე და ტატო ბიგვავა 

მთავარი ფოტო:ipn.ge

ასევე წაიკითხეთ:

🌐 რაჭაში სკოლის მოსწავლემ თანატოლი სანადირო თოფით მოკლა - რა მოხდა თლუღის ტყეში?

🌐არჩენა – ნათელმხილველი ინდოეთიდან – რაზე გვაფრთხილებს ის?

🌐ჩვენი მუსიკა იპყრობს ევროპას! მომავალ წელს უკრაინა უმასპინძლებს ევროვიზიას! - ზელენსკი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792827581

ახალი ამბები

სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო

 გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფ...

პროკურატურა

1792825861

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე: როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი, ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ლელოს“ წევრის ირაკლი კუპრაძის იმ ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ზვია...

თენგიზ შარმანაშვილი

1792823174

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძემ იტალიაში ნარკოდამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

 ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მ...

მიხეილ სარჯველაძე

1792821976

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 24 ოქტომბერს საქართველოში

24 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთში მოღრუბლულია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბ...

ამინდი

1792787300

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც უნგრეთის რევოლუციის 70 წლის...

ირაკლი კობახიძე