2024 წელს მოვალეობის შესრულებისას მსოფლიოში 54 ჟურნალისტი დაიღუპა

2024 წელს მსოფლიოში საკუთარი მოვალეობის შესრულებისას 54 ჟურნალისტი დაიღუპა. განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც სამხედრო კონფლიქტებს აშუქებდნენ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

კრიზისულ რეგიონებში ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ჟურნალისტი წელს დაიღუპა. ყველაზე საშიში რეგიონი ამ მხრივ ღაზას სექტორი იყო. კვლევა ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს მიღმა“ შეფასების საფუძველზე იყო შედგენილი.

ამჟამად მსოფლიოში პატიმრობაში 550 ჟურნალისტი იმყოფება, რაც 7%-ით მეტია, ვიდრე 2023 წელს. პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების რაოდენობა გაიზარდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი და ისრაელი.

დაღუპულ ჟურნალისტთა მესამედი ღაზას სექტორში მოკლეს. 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში მედიის 145 თანამშრომელი დაიღუპა. მათ შორის 35-ის დაღუპვა უშუალოდ მათ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ უკრაინაში 13 ჟურნალისტი დაიღუპა.

ყველაზე მეტი ჟურნალისტი პატიმრობაში 4 ქვეყანაში იმყოფება. ესენია ჩინეთი და მასში შემავალი ჰონკონგი (124), მიანმარი (61), ისრაელი (41) და ბელარუსი (40). რუსეთში მხოლოდ 2024 წელს 8 ჟურნალისტი იყო დაპატიმრებული.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1733994237

საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი: ხალხმა აქციებზე ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ პარტიები მუშაობენ, მხოლოდ „ორბელიანების სასახლეში“ სიარული საქმეს არ შველის, ვინაიდან მალე ამ შეკრების ადგილსაც მოხურავენ

„ეს არის საბოლოო ჯამში პოლიტიკური პროცესი და მხოლოდ იმაზე აქცენტის გაკეთება, რომ ბევრი პოლიტიკოსი აქციაზე დგას, საკმარისი არაა“, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი...

მიხეილ სააკაშვილი

1733989429

საზოგადოება

12 დეკემბერი ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების დღეა

„სამშობლო ისეთი განცდაა, რომელიც ყველა მიწიერ და მატერიალურ განცდას, რომ აღემატება! სამშობლოს სიყვარული არ შეიძლება შეედაროს არავის და არაფრის მიმართ სიყვარულს! ის ერთადერთია ! ცოდოა უსამშობლო ადამიან...

ჭაბუა ამირეჯიბი

1733988674

საზოგადოება

„მიუღებლობა აქვთ განსხვავებული აზრის და ვერაფერს დავარქმევ გარდა იმისა, რომ არის ფაშიზმი... იმედია, არ კითხულობს ამ ყველაფერს და აიგნორებს“ - ვიქტორ სანიკიძე ლიბერალების მიერ ხვიჩა კვარაცხელიას ბულინგზე

„ერთი მხრივ, ადამიანს მოუწოდებენ, რომ აუცილებლად დააფიქსიროს თავისი აზრი, ოღონდ ისეთი, რაც მათთვის იქნება მისაღები და არა ის, რასაც ადამიანი გულწრფელად გამოხატავს. ზოგადად, მიუღებლობა აქვთ განსხვავებუ...

ვიქტორ სანიკიძე

1733985843

ახალი ამბები

„4-5 ბალიანი შტორმი, ქარი და თოვლი…“ - საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12-14 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ...

ააა

1733983867

ახალი ამბები

„მიუხედავად ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას მხრიდან „მთავარი არხის“ გაძარცვისა და ხელოვნურად გაკოტრებამდე მიყვანისა, ტელეკომპანიის დახურვაზე არც მიფიქრია“ - ზაზა ოქუაშვილი

„ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას საქმიანობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება ამოეფარო მედიას და ძარცვო ტელეკომპანია თანამშრომელთა მოთმინებისა და ქვეყანაში მიმდინარე ვითარების ხარჯზე, გამოიყენო ტელევიზი...

 ზაზა ოქუაშვილი