მიხეილ სააკაშვილი: ხალხმა აქციებზე ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ პარტიები მუშაობენ, მხოლოდ „ორბელიანების სასახლეში“ სიარული საქმეს არ შველის, ვინაიდან მალე ამ შეკრების ადგილსაც მოხურავენ

„ეს არის საბოლოო ჯამში პოლიტიკური პროცესი და მხოლოდ იმაზე აქცენტის გაკეთება, რომ ბევრი პოლიტიკოსი აქციაზე დგას, საკმარისი არაა“, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი ბოლო კვირების განმავლობაში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ სოციალურ ქსელში. 

მისი განცხადებით, საჭიროა აქციების პარალელურად ბევრად მჭიდრო ინტერაქცია პოლიტიკური პარტიების მხრიდან და მხოლოდ ორბელიანების სასახლეში სიარული საქმეს ვერ უშველის, ვინაიდან, მალე ოპოზიციონერებისთვის შეკრების ეს ადგილიც დაიხურება.

„საზოგადოება თვითორგანიზების სასწაულებს აჩვენებს. სწორია, რომ პოლიტიკოსები არ ცდილობენ მოასხდნენ პროცესს. და მაინც, ეს არის საბოლოო ჯამში პოლიტიკური პროცესი და მხოლოდ იმაზე აქცენტის გაკეთება, რომ ბევრი პოლიტიკოსი აქციაზე დგას, საკმარისი არაა. კარგია, რომ გაკეთდა საერთო საინფორმაციო ცენტრი, მაგრამ ბევრად მეტია გასაკეთებელი. საჭიროა აქციების პარალელურად ბევრად უფრო მჭიდრო საჯარო ინტერაქცია. ის, რომ მერიოტთან „პოლიცია“ თავს დაესხა ოთხ პარტიულ ფორმატს და ამის შემდეგ გვარამია დაიჭირეს და პარტიულ ოფისებში შევიდნენ, ნათლად აჩვენებს იმას, რომ დიქტატურას ეშინია ამ ფორმატის. მეორე მხრივ, ხალხმა აქციებზე ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ პარტიები მუშაობენ. მხოლოდ „ორბელიანების სასახლეში“ სიარული საქმეს არ შველის, ვინაიდან მალე ამ შეკრების ადგილსაც მოხურავენ“, - წერს სააკაშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1733994718

ახალი ამბები

„მისთვის უცნობ პირს სრულიად უმოტივოდ ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო“ - პროკურატურამ მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.  „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 დეკემბერს,...

მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში ჩავარდნილ მგზავრს მატარებელი დაეჯახა

1733989429

საზოგადოება

12 დეკემბერი ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების დღეა

„სამშობლო ისეთი განცდაა, რომელიც ყველა მიწიერ და მატერიალურ განცდას, რომ აღემატება! სამშობლოს სიყვარული არ შეიძლება შეედაროს არავის და არაფრის მიმართ სიყვარულს! ის ერთადერთია ! ცოდოა უსამშობლო ადამიან...

ჭაბუა ამირეჯიბი

1733988674

საზოგადოება

„მიუღებლობა აქვთ განსხვავებული აზრის და ვერაფერს დავარქმევ გარდა იმისა, რომ არის ფაშიზმი... იმედია, არ კითხულობს ამ ყველაფერს და აიგნორებს“ - ვიქტორ სანიკიძე ლიბერალების მიერ ხვიჩა კვარაცხელიას ბულინგზე

„ერთი მხრივ, ადამიანს მოუწოდებენ, რომ აუცილებლად დააფიქსიროს თავისი აზრი, ოღონდ ისეთი, რაც მათთვის იქნება მისაღები და არა ის, რასაც ადამიანი გულწრფელად გამოხატავს. ზოგადად, მიუღებლობა აქვთ განსხვავებუ...

ვიქტორ სანიკიძე

1733985843

ახალი ამბები

„4-5 ბალიანი შტორმი, ქარი და თოვლი…“ - საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12-14 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ...

ააა

1733983867

ახალი ამბები

„მიუხედავად ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას მხრიდან „მთავარი არხის“ გაძარცვისა და ხელოვნურად გაკოტრებამდე მიყვანისა, ტელეკომპანიის დახურვაზე არც მიფიქრია“ - ზაზა ოქუაშვილი

„ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას საქმიანობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება ამოეფარო მედიას და ძარცვო ტელეკომპანია თანამშრომელთა მოთმინებისა და ქვეყანაში მიმდინარე ვითარების ხარჯზე, გამოიყენო ტელევიზი...

 ზაზა ოქუაშვილი