BBC: ინდოეთში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთში „მაიმუნის ყვავილის“ ახალი შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ BBC წერს.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა მანიშა ვერმამ Reuters-ს ვირუსის პირველი შემთხვევის შესახებ დაუდასტურა. მისივე თქმით, ქვეყანაში „მაიმუნის ყვავილის“ ახალი შტამი clade 1b გამოვლინდა და ის ძალიან გადამდებია.

მედიის ცნობით, ახალი შტამი სამხრეთ კერალას შტატის მაცხოვრებელ 38 წლის კაცს დაუდასტურა, რომელიც ახლახან დუბაიდან სამშობლოში დაბრუნდა.

„პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს და მასთან კონტაქტში მყოფ პირებზე დაკვირვება მიმდინარეობს“, - განაცხადა ხელისუფლებამ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აფრიკაში „მაიმუნის ყვავილის“ აფეთქების გამო, აგვისტოს თვეში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მას შემდეგ ვირუსის უფრო საშიში ვარიანტი აფრიკის კონტინენტის მიღმაც გავრცელდა, მათ შორის შვედეთში, ტაილანდსა და პაკისტანში.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1727174578

საზოგადოება

ცესკო მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები

საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ თავდასხმებთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს. როგორც ცესკოში განმარტავენ, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ თავდასხმები პოლიტიკურად მოტივირებულია. მათივე თქმით,...

ცესკოცესკო

1727122269

საზოგადოება

შუქი გაითიშება - ქუჩების ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 24 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:  გლდანის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01...

შუქი

1727119709

საზოგადოება

გაფრთხილება! - ამინდი მკვეთრად იცვლება!

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 - 25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი...

ქარი

1727118189

სოციალური მედია

„დავისვენე და მართლა ძალიან მომენატრეთ“ - ბერა ივანიშვილი ინსტაგრამზე დაბრუნდა

მუსიკოსი ბერა ივანიშვილი გარკვეული პაუზის შემდეგ სოციალურ ქსელს დაუბრუნდა. მან ახლახან ინსტაგრამზე გამომწერებს ოჯახური კადრები გაუზიარა და მისი დაბრუნება აღნიშნა.  „დავისვენე სოციალური ქსელებისგან და...

ბერა ივანიშვილი

1727113308

საზოგადოება

„ჩვენს ქვეყანას სიმრავლე ძალიან სჭირდება, ამაზე მაგარი არაფერი არ არის“ - რას ამბობს ვარლამ ლიპარტელიანი ოჯახზე

ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი და მისი რჩეული გიული ჭკუასელი მალე მეოთხე შვილის მშობლები გახდებიან. წყვილი ბიჭს ელოდება. ძიუდოისტი სამ ვაჟთან ერთად გადაცემის „გვიანი დილა“ სტუმარი იყო, სადაც მ...

ვარლამ ლიპარტელიანი