ცესკო მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები

საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ თავდასხმებთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს.

როგორც ცესკოში განმარტავენ, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ თავდასხმები პოლიტიკურად მოტივირებულია.

მათივე თქმით, დაინტერესებული მხარეები აღნიშნული საკითხით მანიპულირებენ და ამომრჩევლები შეცდომაში შეჰყავთ.

ცესკო მოუწოდებს პრეზიდენტს და მის წარმომადგენლებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები, ამომრჩევლისთვის არასწორი აღქმების შექმნის მცდელობები და ამით პატივი სცენ ამომრჩევლებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

„26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნამდე რამდენიმე დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელებს ყველა პროცედურას, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფს.

მიუხედავად ამისა, დაინტერესებული მხარეები ამ საკითხით მანიპულირებენ და ამომრჩეველი შეჰყავთ შეცდომაში. კეთდება განცხადებები, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც ზედმიწევნით იცავს კანონმდებლობას, რაიმე სახის დანაშაულს ჩადის. სამწუხაროა, რომ ცესკოს მიმართ დისკრედიტაციულ კამპანიაში ჩართულია პრეზიდენტის ინსტიტუტიც, რომლის წარმომადგენლებს და პირადად პრეზიდენტსაც, საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების ფარგლებში არაერთხელ განუმარტეს ის რეგულაციები და მიაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია, რომელიც საზღვარგარეთ ხმის მიცემის საკითხს არეგულირებს.

სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები ინსტიტუციის დამოუკიდებლობის დაცვაში მხარდაჭერის ნაცვლად, თვითონ ახდენენ მის დისკრედიტაციას და საზოგადოებას უჩენენ აღქმას, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია კანონს არღვევს და უარს ამბობს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნაზე. მოვუწოდებთ პრეზიდენტს და მის წარმომადგენლებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები, ამომრჩევლისთვის არასწორი აღქმების შექმნის მცდელობები და ამით პატივი სცენ ამომრჩევლებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის პროცედურასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ კანონმდებლობის მოთხოვნები, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე. საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის. აღნიშნული პროცედურის განხორციელებამდე სულ 2 დღე რჩება და მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, ნუ შექმნიან არასწორ აღქმებს და კანონთან შეუსაბამო მოთხოვნების წამოყენებით ნუ დააზიანებენ როგორც ინსტიტუციას, ისე ზოგადად საარჩევნო გარემოს“, - აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1727164762

მსოფლიო

BBC: ინდოეთში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთში „მაიმუნის ყვავილის“ ახალი შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ BBC წერს. ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა მანიშა ვერმამ Reuters-ს ვირუსის პირველი შემთხვევის შესახებ დაუდას...

მაიმუნის ყვავილი

1727163119

მსოფლიო

გერმანიაში ბანანის ყუთებში 95 კგ კოკაინი აღმოაჩინეს

გერმანიის რამდენიმე ქალაქში, ბანანის ყუთებში საერთო ჯამში 95 კგ კოკაინი აღმოაჩინეს. მისი ფასი „შავ ბაზარზე“ დაახლოებით 7 მლნ ევროს შეადგენს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. ბანანების პარტია, რომლ...

 ბანანის ყუთებში 95 კგ კოკაინი აღმოაჩინეს

1727160396

სპორტი

ვახტანგ სალია თბილისის „დინამოდან“ ინგლისის „ნიუკასლში იუნაიტედში“ გადადის

ქართველი ფეხბურთელი ვახტანგ სალია თბილისის „დინამოდან“ ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდში, „ნიუკასლ იუნაიტედში“ გადადის. ამის შესახებ GeorgianFooty X-ის გვერდზე იუწყება. როგორც სპორტული გამოცემა „ლელო“ წერ...

ვახტანგ სალია

1727159035

სოციალური მედია

„ამ სიმპათიური მამაკაცის დაბადების დღეა, რომელიც აგერ უკვე 14 წელია, „მიძლებს“- თამარ ივერი

22 სექტემბერს ცნობილი სოპრანოს, თამარ ივერის მეუღლე იუბილარი იყო. მომღერალმა მეუღლის ფოტო გამოაქვეყნა და მას დაბადების დღე მიულოცა: „დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო… დღეს ამ სიმპათიური მამაკაცი...

თამარ ივერის ქმარი

1727154991

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 სექტემბერს საქართველოში ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელ...

აა