„მომატებულია ყივანახველას შემთხვევები“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოებას აფრთხილებს

„საქართველოში მნიშვნელოვნად არის მომატებული ყივანახველას შემთხვევები, მათ შორის მოზრდილებშიც“, - ამის შესახებ კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ინფექციონისტის განცხადებით, დაავადების გამომწვევი ბაქტერია Bordetella pertussis ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, რის გამოც ადამიანიდან ადამიანზე მარტივად გადადის.

მისი თქმით, სიმპტომები იწყება კონტაქტიდან 5-10 დღის შემდეგ.

„საქართველოში მნიშვნელოვნად არის მომატებული ყივანახველას შემთხვევები, მათ შორის მოზრდილებშიც. ზოგ შემთხვევაში დაავადება აცრილ ადამიანებშიც გვხვდება, თუმცა მათ სიმპტომები ნაკლებად აქვთ გამოხატული.

ყივანახველას გამომწვევია ბაქტერია Bordetella pertussis, რომელიც გადაედება წვეთების გზით. გავრცელება ადამიანიდან ადამიანზე ადვილად ხდება. ბაქტერია გამოყოფს ტოქსინს, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის დაზიანებას და შეშუპებას.

სიმპტომები იწყება კონტაქტიდან 5-10 დღის შემდეგ, თუმცა ინკუბაციური პერიოდი ზოგჯერ 3 კვირამდეც გრძელდება. თავიდან იწყება „გრიპისმაგვარი“ სიმპტომებით (ცხვირის გაჭედვა ან გამონადენი, სუბფებრილური ტემპერატურა, ზომიერი ხველა), თუმცა შემდეგ რჩება მხოლოდ ხველა, რომელიც თანდათან ძალიან ინტენსიური ხდება და შეტევითი ეპიზოდები ახასიათებს. ხველა კვირების ან თვეების განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს. ხველას ზოგჯერ ახლავს ღებინება, ძლიერი სისუსტე.

შეიძლება იმდენად ინტენსიური იყოს, რომ აღწერილია ნეკნების მოტეხილობის შემთხვევებიც. იშვიათად შეიძლება პნევმონიით გართულდეს. დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, განსაკუთრებით ასთმის მქონეებში.

ჩვილ ბავშვებში დაავადება შეიძლება ხველის გარეშეც, მხოლოდ სუნთქვის გაძნელებით და ციანოზით (კანის მოლურჯო ფერი) მიმდინარეობდეს. წლამდე ბავშვებში ხშირია გართულებები, როგორიცაა, აპნეა, პნევმონია, კრუნჩხვა, ენცეფალოპათია. ამ ასაკში ყივანახველის ლეტალობის მაჩვენებელია 1%.
დიაგნოსტიკა ხდება სისხლში ანტისხეულების განსაზღვრით ან ნახველის გამოკვლევით.

დროულად დაწყებული სპეციფიკური ანტიბიოტიკოთერაპია სიმპტომების ინტენსივობას ამცირებს, თუმცა ხველის „შეჩერება“ მედიკამენტებით შეუძლებელია. ანტიბიოტიკოთერაპია ასევე ამცირებს ინფიცირებული პირის მიერ ბაქტერიის გარემოში გავრცელებას“, - წერს ინფექციონისტი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1727174578

საზოგადოება

ცესკო მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები

საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ თავდასხმებთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს. როგორც ცესკოში განმარტავენ, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ თავდასხმები პოლიტიკურად მოტივირებულია. მათივე თქმით,...

ცესკოცესკო

1727163119

მსოფლიო

გერმანიაში ბანანის ყუთებში 95 კგ კოკაინი აღმოაჩინეს

გერმანიის რამდენიმე ქალაქში, ბანანის ყუთებში საერთო ჯამში 95 კგ კოკაინი აღმოაჩინეს. მისი ფასი „შავ ბაზარზე“ დაახლოებით 7 მლნ ევროს შეადგენს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. ბანანების პარტია, რომლ...

 ბანანის ყუთებში 95 კგ კოკაინი აღმოაჩინეს

1727160396

სპორტი

ვახტანგ სალია თბილისის „დინამოდან“ ინგლისის „ნიუკასლში იუნაიტედში“ გადადის

ქართველი ფეხბურთელი ვახტანგ სალია თბილისის „დინამოდან“ ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდში, „ნიუკასლ იუნაიტედში“ გადადის. ამის შესახებ GeorgianFooty X-ის გვერდზე იუწყება. როგორც სპორტული გამოცემა „ლელო“ წერ...

ვახტანგ სალია

1727159035

სოციალური მედია

„ამ სიმპათიური მამაკაცის დაბადების დღეა, რომელიც აგერ უკვე 14 წელია, „მიძლებს“- თამარ ივერი

22 სექტემბერს ცნობილი სოპრანოს, თამარ ივერის მეუღლე იუბილარი იყო. მომღერალმა მეუღლის ფოტო გამოაქვეყნა და მას დაბადების დღე მიულოცა: „დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო… დღეს ამ სიმპათიური მამაკაცი...

თამარ ივერის ქმარი

1727154991

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 სექტემბერს საქართველოში ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელ...

აა