CNN: უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებს რუსმა ოკუპანტებმა ზურგში ესროლეს და მოკლეს

უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებს რუსმა ოკუპანტებმა  ზურგში ესროლეს და მოკლეს, - ამის შესახებ ვიდეომასალას CNN ავრცელებს.

ვიდეო სათვალთვალო კამერით არის გადაღებული, უკრაინელი პროკურორები მომხდარს იძიებენ, როგორც ომის დანაშაულს.

CNN-ის ცნობით, ვიდეოში ჩანს, რომ ხუთი რუსი ჯარისკაცი ავტოსალონში შეჭრას ცდილობს - ისინი საკეტებს ესვრიან და მინებს ამსხვრევენ. პატრონი მათ აწეული ხელებით უახლოვდება, რის შემდეგაც ოკუპანტები აჩერებენ და ჩხრეკენ - სავარაუდოდ, იარაღს ეძებენ. შემდეგ, ოკუპანტებთან მეორე კაციც მიდის. ჯარისკაცების წასვლის შემდეგ ორი მშვიდობიანი მოქალაქე უკან ბრუნდება, რა დროსაც, სულ მცირე, ორი ჯარისკაცი მათ უახლოვდება და ესვრის.

დადგენილია მსხვერპლთა ვინაობაც - ერთი გაძარცული ავტოსალონის მფლობელია, რომლის ოჯახს ვინაობის დასახელება არ სურს, მეორე კი 68 წლის ლეონიდ პლიატსია, რომელიც დაცვად მუშაობდა. 

CNN-ის ცნობით, ვიდეოში ასევე ჩანს, რომ მკვლელობის შემდეგ ოკუპანტები ავტოსალონს ძარცვავენ - ორი სამხედრო სასმელს იღებს, ისინი, სავარაუდოდ, ერთმანეთის სადღეგრძელოს სვამენ.

მედიის ინფორმაციით, მანამ, ჯარისკაცები ავტოსალონს ძარცვავდნენ, 68 წლის პლიატსი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ვიდეოში ასევე ჩანს, რომ ის ფეხზე წამოდგომას ცდილობს, შემდეგ კი ტელეფონს იღებს, რათა დასახმარებლად დარეკოს. უკრაინელების ადგილზე მისვლამდე პლიატსი გარდაიცვალა.

68 წლის კაცის შვილი, იულია ამბობს, რომ ვიდეოს ინახავს, "რომ ერთ დღეს შვილებს აჩვენოს, რათა არ დაივიწყონ, რა ველურები იყვნენ ოკუპანტები".

"ისინი ჯალათები არიან. საშინელებაა, მამაჩემი მშვიდობიანი მოქალაქე იყო, ის 68 წლის იყო, მშვიდობიანი, უიარაღო კაცი". - უთხრა მან CNN-ს. 

ასევე საინტერესოა:

🔵 ირაკლი ბათიაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ მოწადინებულია, საქართველო ომში ჩაერთოს, უნდათ სიტუაციის არევა, კრიზისის დაწყება და ხელისუფლების დამხობა

🔵 „ჩამოყარეს 3-ტონიანი ბომბები, იქ მოყვა ჩემი შვილი, იქ დაიღუპა“ - აზოვსტალში, 27 წლის ქართველი მებრძოლი, ტატო ბიგვავა დაიღუპა

🔵 ირაკლი ღარიბაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვეობის ერთ-ერთი სახელოვანი, ვირტუოზი პიანისტის ალექსანდრე თორაძის გარდაცვალების გამო

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792821976

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 24 ოქტომბერს საქართველოში

24 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთში მოღრუბლულია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბ...

ამინდი

1792787300

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც უნგრეთის რევოლუციის 70 წლის...

ირაკლი კობახიძე

1792785150

საზოგადოება

ეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“ - პროდასავლური პარტია იმას ნიშნავს, რომ დასავლეთში დადიან? იქნებ იმას, რომ დასავლეთიდან იღებენ მითითებებს?

რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გ...

ეკა სეფაშვილი

1792783053

საზოგადოება

ევროპარლამენტარები: მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე

„ყურადღებით გავეცანით ბატონი კობახიძის მოწოდებას ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის შესახებ. ევროპას დიალოგი არასდროს შეუწყვეტია, „ქართულმა ოცნებამ“ მას უბრალოდ შინაარსი გამოაცალა“, - ამის შესახებ ერთო...

ევროპარლამენტარები

1792781543

სპორტი

საბა მარკელია ევროპის ვიცე-ჩემპიონია

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტაილანდურ კრივში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე ქართველმა სპორტსმენმა მედალი პირველად მოიპოვა. საბა მარკელიამ (U18, -60 კგ) ფინალი ფრანგ მოწინაა...

საბა მარკელია