ევროპარლამენტმა ფონ დერ ლაიენს ნდობა გამოუცხადა

ევროპარლამენტმა ევროკომისიის თავმჯდომარეს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ნდობა გამოუცხადა. ფონ დერ ლაიენს მხარი დაუჭირა 360-მა ევროპარლამენტარმა, ხოლო 175 -მა წინააღმდეგ მისცა ხმა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად ევროპარლამენტის წევრთა 2/3 იყო საჭირო. ევროკომისიის ხელმძღვანელი კენჭისყრის დროს იტალიაში იმყოფებოდა.
ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების შუამდგომლობით ევროპარლამენტს რუმინელმა დეპუტატმა გეორგე პიპერიმ მიმართა. პიპერი „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების“ კოალიციის წევრია, სადაც იტალიის, პოლონეთის, საფრანგეთის და ესპანეთის ულტრამემარჯვენე პარტიები შედიან. სარჩელის ავტორმა ევროკომისია რუმინეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა.
თავად ფონ დერ ლაიენმა მისი უნდობლობის საკითხის დაყენებას „ინსტიტუტებს შორის განხეთქილების გაჩენის მცდელობა“ უწოდა. მისი თქმით, ამით ხდება საზოგადოების პოლარიზაცია და ასე ხდება დემოკრატიის მიმართ უნდობლობის გაჩენა“.
ფონ დერ ლაიენის მიმართ კრიტიკა გამოწვეული იყო COVID19-ის პანდემიის დროს მისი მიმოწერით Pfizer-ის გენერალურ დირექტორთან ალბერტ ბურლასთან. ევროკომისია და Pfizer-ის ხელმძღვანელობა ევროკავშირისთვის 35 მლრდ ევროს ღირებულების ვაქცინის შეძენის საკითხს განიხილავდნენ. გაზეთი The New York Times ფონ დერ ლაიენს იმაში ადანაშაულებს, რომ ის მოლაპარაკების პროცესზე უშუალო გავლენას ახდენდა, ხოლო შეძენილი ვაქცინების რაოდენობა აუცილებელ დოზებს ბევრად აღემატებოდა.
1752259368
მსოფლიოზელენსკი: მაღალი დონის პოლიტიკური სიგნალებია, მათ შორის აშშ-სგან, ძლიერ ნაბიჯებს ველით რუსეთის წინააღმდეგ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობა გაგრძელდება და ახლა უკრაინის მთავრობას უკვე აქვს „კარგი სიგნალები“, კერძოდ, სამხედრო დახმარების მიწოდების განახლებ...
1752259288
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ევროპის საკითხებში ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
დუბროვნიკის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან ევროპის საკითხებში ლუ შაიესთან. შეხვედრ...
1752258298
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს შეხვდა
დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს გორდან გრილიჩ რადმანს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ი...
1752254819
მსოფლიოსლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე: ევროკავშირო, გაიღვიძე! დროა გაიღვიძო და ღირებულებებით იცხოვრო. დაიწყო იმ ღირებულებების განხორციელება, რომელსაც ასე მტკიცედ ემხრობი - დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა
რა ხდება დღეს მსოფლიოში? ვიჩოქებთ ძლევამოსილი ქვეყნების წინაშე, რომლებსაც სურთ იყვნენ მსოფლიოს მმართველები?! – განაცხადა სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე ურსკა კლაკოჩარ ზუპანციემ დუბროვნიკის ფორუმის...
1752252910
საზოგადოებაგიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ დევნილი მოსახლეობის პრობლემები და საჭი...