იენს სტოლტენბერგი: უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნის გეგმები არ გვაქვს, თუმცა ნატოს ყველა მოკავშირეს დავიცავთ
"უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნის გეგმები არ გვაქვს, თუმცა დავიცავთ ნატოს ყველა მოკავშირეს", - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„უკრაინა ძალიან ღირებული პარტნიორია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მრავალი წლის განმავლობაში.
ჩვენ დავეხმარეთ მათ უფრო თანამედროვე ქმედუნარიანი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში. სამხედრო თვალსაზრისით, ჩვენ დავეხმარეთ მათ შეიარაღებული ძალების გაძლიერებაში.
ჩვენ მათ ვეხმარებოდით კიბერთავდაცვაში ნატოს მოკავშირეებთან ერთად, თუმცა ჩვენ არ გვყავს ნატოს ჯარები უკრაინაში და ნატოს ჯარების უკრაინაში გაგზავნის გეგმები არ გვაქვს.
თუმცა, ჩვენ დავიცავთ ნატოს ყველა მოკავშირეს.
ასე რომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. ჩვენ ნატოს მოკავშირეებს უსაფრთხოების აბსოლუტურ გარანტიებს ვაძლევთ. ჩვენ ამ ერთგულებას ვავლენთ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში წარმომადგენლობის გაზრდით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სიახლეები ამავე თემაზე:
1795363222
მსოფლიოხანძარი ინდონეზიის საკონდიტრო ქარხანაში - არიან დაღუპულები და დაკარგულები
ინდონეზიის ბანტენის პროვინციაში მდებარე საკონდიტრო ქარხანაში გაჩენილ ძლიერ ხანძარს, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა, 36 თანამშრომელი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა, - ამის შესახებ ინფორმაციას guardian-...
1795360795
მსოფლიოWP: ვლადიმერ პუტინი დახურულ მოლაპარაკებებში უკრაინისთვის ნატოს წესდების მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიებს დათანხმდა
ვლადიმერ პუტინი დახურულ მოლაპარაკებებში პრინციპულად დათანხმდა უკრაინისთვის აშშ-ისა და ევროპის მიერ ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებას იმ პირობით, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ალი...
1795359169
ახალი ამბებისროლა გარდაბნის მუნიციპალიტეტში - დაკავებულია 1 პირი
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დე...
1795358403
ახალი ამბებიგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყს
„თავისთავად რუსეთში გამართული კონცერტი არავის აქცევს სამშობლოს მოღალატედ, მაგრამ როცა ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრა...
1795355338
ახალი ამბებითბილისში, სავაჭრო ცენტრ „სითი-მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სავაჭრო ცენტრ „სითი-მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ავარიის შედეგად, სულ მცირე, 8 ავტომანქანა დაზიანდა. ინფორმაცია დაშავებულ...































