"მე ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, რომელმაც არ იცის, კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებს" - ავსტრიის კანცლერის ემოციური გამოსვლა
"მე ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, რომელმაც არ იცის, კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებს და ის მესაუბრა ქვეყნიდან, რომელიც არ ვიცით, კიდევ რამდენ ხანს იარსებებს", - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა დღეს ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა.
როგორც კანცლერმა გამოსვლაში განაცხადა, ავსტრია მზად არის, საჭიროების შემთხვევაში უკრაინიდან დევნილები შეიფაროს
"ავსტრია თავისი ნეიტრალიტეტის მიუხედავად უკრაინას უცხადებს სოლიდარობას.
ჩვენ ვართ ნეიტრალური, მაგრამ არ ვიმალებით ნეიტრალიტეტის უკან",- განაცხადა ნეჰამერმა.
მისივე განცხადებით, ავსტრიამ მშვენივრად იცის, რად შეიძლება დაუჯდეს უკრაინის მხარდაჭერა.
"რუსეთმა ახლავე, რომც შეწყვიტოს ავსტრიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება, აპრილამდე საკმარისი მარაგი გვაქვს და სიცივეში ყოფნა არ მოგვიწევს", - განაცხადა მან.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო და ფართომასშტაბიან ოპერაციას ატარებს. უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. მოსკოვის აგრესია დაგმეს დასავლეთში და ახალი სანქციებისთვის ემზადებიან.
ამავე თემაზე:
🔵 უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 5 სამხედრო დაიღუპა
🔵 ქართველი ემიგრანტები უკრაინელებთან ერთად ფლორენციაში რუსეთის აგრესიას გააპროტესტებენ
1793533138
მსოფლიოლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ლონდონის პოლიციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე 139 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. მედიას...
1793528397
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...
1793526713
ახალი ამბებისოფელ ბერშუეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
2026 წლის 31 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...
1793523531
მსოფლიობულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. როგორც Report-ი იტყობინება, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 12 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც 6.6 მილიონ ამომრჩეველ...
1793520579
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შ...































