იესო ქრისტეზე გაკეთებული განცხადების გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტების გაკეთება მოუწია.
ისტორიკოს უილ დურანტის ციტირებით, ნეთანიაჰუმ 19 მარტის საღამოს სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა: „ისტორია ადასტურებს, რომ, სამწუხაროდ, იესო ქრისტეს არანაირი უპირატესობა არ აქვს ჩინგიზ ყაენთან შედარებით, რადგან თუ საკმარისად ძლიერი, საკმარისად დაუნდობელი, საკმარისად ძლევამოსილი ხარ, ბოროტება სიკეთეს დაამარცხებს. აგრესია ზომიერებას დაამარცხებს“.
ისრაელის მედიის თანახმად, მცირე სკანდალის შემდეგ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ტელევიზიით მიმართვისას „მას იესო ქრისტე არ დაუმცირებია“.
„იესო ქრისტეს მგზნებარე თაყვანისმცემელმა, დურანტმა განაცხადა, რომ მხოლოდ მორალი არ არის საკმარისი გადარჩენის უზრუნველსაყოფად. მორალურად უმაღლესი ცივილიზაცია მაინც შეიძლება დაუნდობელი მტრის ხელში აღმოჩნდეს, თუ მას არ ექნება თავდაცვის ძალა. არანაირი შეურაცხყოფა არ ყოფილა განზრახული“, – აღნიშნა მოგვიანებით ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა.
ნეთანიაჰუს განცხადებას გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, რომელმაც თქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქრისტიანების კეთილგანწყობაზე ასე დამოკიდებული ადამიანისთვის, ნეთანიაჰუს აშკარა ზიზღი იესო ქრისტეს მიმართ აღსანიშნავია.
„მის მიერ ჩინგიზ ყაენის, ყველაზე საშინელი ჯალათის, რომელიც ჩვენს რეგიონს ოდესმე უნახავს, მიმართ გამოთქმული დაუოკებელი ქება ასევე შეესაბამება მის ამჟამინდელ სტატუსს, როგორც ომის ძებნილი დამნაშავის“, – აღნიშნა აბას არაღჩიმ.
რომის პაპი: ილია მეორე თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში, სიყვარულით მფარველობდა ტრადიციებს, იმედით აღავსებდა ადამიანთა გულებს და მთელ საზოგადოებას
1774015810
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: მისი ხელდასხმული ვარ, ეს ჩემთვის არის მთავარი დაბადება. ერთია - დაბადება ფიზიკური და ჩემს ფიზიკურ დაბადებაზე მეტად მიხარია, რომ მღვდლად დავიბადე და პატრიარქისგან მოხდა ჩემი შობა
1774015657