დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: მისი ხელდასხმული ვარ, ეს ჩემთვის არის მთავარი დაბადება. ერთია - დაბადება ფიზიკური და ჩემს ფიზიკურ დაბადებაზე მეტად მიხარია, რომ მღვდლად დავიბადე და პატრიარქისგან მოხდა ჩემი შობა

მე მაქვს საკრალური ბედნიერება, მე მისი ხელდასხმული ვარ. ეს ჩემთვის არის მთავარი დაბადება. ერთია დაბადება ფიზიკური და მე ჩემს ფიზიკურ დაბადებაზე მეტად მიხარია, რომ მღვდლად დავიბადე და პატრიარქისგან მოხდა ჩემი შობა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.

მან გაიხსენა პირველი შეხვედრა პატრიარქთან და ის განცდები, რომელიც ამ დროს ჰქონდა.

„ჩემი პირველი სიტყვა პატრიარქის შესახებ ეს იყო, როდესაც მე სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც ჩვენი სკოლის დამრიგებელმა გვითხრა, რომ აირჩიეს ახალგაზრდა პატრიარქი, რომელიც განსაცვიფრებელი ადამიანი ჩანსო. ეს იყო პირველი, რაც მახსოვს. 1989 წელს 9 აპრილის ცნობილი მოვლენების შემდეგ, როდესაც ჩვენში ღვთისმაძიებლობა გარდაისახა და მოხდა ეს მისტიკური სარწმუნოებრივი ნახტომი, როდესაც ჩვენ მივხვდით და ეს მიხვედრა იყო მისტიკური მიხვედრა და არა ინტელექტუალური, როდესაც მივხვდით, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი იძებნება მის წმინდა ეკლესიაში. მაშინ შევედით ეკლესიაში და დაგვხვდა ეს განსაცვიფრებელი ადამიანი.

პატრიარქზე, როცა საუბრობ გინდა, რომ მოუკლებლად ადიდო ღმერთი და უსაზღვრო მადლიერებით იხსენებდე, რომელმაც ჩვენში, იმ დროინდელ ადამიანებში რწმენა სიტყვით კი არ შემოიტანა მხოლოდ, არამედ გვაჩვენა, დაამოწმა. სახარებას მოვიშველიებ: „პატრიარქი იყო ისეთი ნათელი, რომელიც ისე ბრწყინავდა, რომელიც საცნაური ხდებოდა ერისთვის“. ამიტომ ის ურწმუნო საზოგადოება, რომელიც ვიყავით ჩვენ, მიზიდული ამ ბრწყინვალების მიერ ნელ-ნელა ვხდებოდით მორწმუნეები.

მე მაქვს საკრალური ბედნიერება, მე მისი ხელდასხმული ვარ. ეს ჩემთვის არის მთავარი დაბადება. ერთია დაბადება ფიზიკური და მე ჩემს ფიზიკურ დაბადებაზე მეტად მიხარია, რომ მღვდლად დავიბადე და პატრიარქისგან მოხდა ჩემი შობა, ეს იყო ხელშესახებად განცდილი რეალობა, მისტიკური ღმერთის ჩვენში შემოსვლის რეალური განცდა, რომლის უშუალო მოქმედი ღმერთი იყო, მაგრამ პატრიარქის მიერ“, - განაცხადა დეკანოზმა თეოდორე გაგნიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774012383

ახალი ამბები

სოფელ სნოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მშობლიურ სოფელ სნოში, მამა კონსტანტინე ლურსმანაშვილმა უწმინდესისა და უნეტარესის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა. პანაშვიდს ადგილობრივ მცხოვრ...

სოფელ სნოში

1774012184

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7231 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7264 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი

1774011114

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ, მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგო. ცნობისთვის, ილია მეორეს სიონის ტაძ...

გივი მიქანაძე

1774010997

ახალი ამბები

მეუფე ნიკოლოზი: შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ - წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა

„შორს არ არის ის დღე, როდესაც დავაყენებთ უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს - უკვე არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები“, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლო...

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი

1774010299

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ...

ილია მეორე