სოფელ სნოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მშობლიურ სოფელ სნოში, მამა კონსტანტინე ლურსმანაშვილმა უწმინდესისა და უნეტარესის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.
პანაშვიდს ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - გია გუჯარაიძე და კახა ღუდუშაური დაესწრნენ.
„ხევის მკაცრ მთებში, იქ, სადაც ჩვენი პატრიარქის ფესვებია, ეს ტკივილი განსაკუთრებით მძაფრია. უწმინდესი თითოეული ჩვენგანისთვის იყო და დარჩება უპირობო სიყვარულის, ურყევი რწმენისა და მამულის უანგარო მსახურების ცოცხალ მაგალითად. დღეს აქ ყველა ჭირისუფალია - მთამ და მისმა შვილებმა ყველაზე დიდი იმედი და დასაყრდენი დაკარგეს.
უწმინდესის სულის საოხად, ყაზბეგის სალოტბარო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული საგალობლები სნოს ცას სევდიანად შეერწყა. ეს დანაკარგი აუნაზღაურებელია, სევდა კი - უსაზღვრო.
ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, დედაეკლესიასა და თითოეულ ქართველს, რომელთა გულშიც პატრიარქის სახელი სიკეთესთან და სინათლესთან ასოცირდება. მარადიული ხსოვნა იყოს ჩვენი ერის სულიერი მამის!“ - განაცხადა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გია გუჯარაიძემ.
1774011114
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ, მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგო. ცნობისთვის, ილია მეორეს სიონის ტაძ...
1774010997
ახალი ამბებიმეუფე ნიკოლოზი: შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ - წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა
„შორს არ არის ის დღე, როდესაც დავაყენებთ უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს - უკვე არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები“, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლო...
1774010299
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა მიუსამძიმრა
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ...
1774008808
ახალი ამბებიირაკლი კობახიძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის შაიხა ნასერ ალ ნოვაისის სამძიმრის წერილი მიიღო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის შაიხა ნასერ ალ ნოვაისის სამძიმრის წერილი...
1774006527
ახალი ამბებიდიმიტრი სამხარაძე: სიკვდილითაც დაგამარცხათ ერის მამამ, ყველა მანქურთი, მყრალი ენჯეოშნიკი, ურწმუნო ფაშისტ-ლიბერალები - ერი სამების ტაძარში, ხოლო, მაჯლაჯუნები რუსთაველზე!
„მხოლოდ ორი დღე შეძლეს, რომ ნეხვი არ აფრქვიეს! კვლავ მიიღეს დავალება მეპატრონეებისგან, რომლებიც გაცოფდნენ ხალხის მწუხარებაზე, პატრიარქის პანაშვიდზე მისული მოქალაქეების რაოდენობაზე!“, - წერს „ქართული ო...





























