ინდოეთში აჰმადაბადში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი დაასახელეს

ავიაკომპანია Air India-ს Boeing Dreamliner-ი, რომელიც ლონდონისკენ მიფრინავდა, საწვავის მიწოდებასთან პრობლემების გამო ჩამოვარდა. შესაბამისი დასკვნა ავიაკატასტროფის გამოძიების წინასწარ ანგარიშშია წარმოდგენილი.
გამოძიების მასალების მიხედვით, როგორც კი თვითმფრინავმა მაქსიმალურ სიჩქარეს მიაღწია და მიწას მოსწყდა, „საწვავის მიწოდების ჩამრთველები ძრავებისთვის 1 და 2 ერთმანეთის მიყოლებით გადავიდა მდგომარეობიდან RUN (ჩართული) მდგომარეობაში CUTOFF (გამორთული) 0.1 წამის ინტერვალით“. შავი ყუთის ჩანაწერის მიხედვით, ერთმა პილოტმა მეორეს ჰკითხა, რატომ გამორთო საწვავის მიწოდება, თუმცა მან უპასუხა, რომ ეს არ გაუკეთებია.
ამის შემდეგ პილოტებმა საწვავის მიწოდება აღადგინეს, თუმცა ძრავების მუშაობა დროულად ვერ განახლდა და თვითმფრინავი ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფა 12 ივნისს მოხდა. სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 242 ადამიანი იმყოფებოდა, აფრენიდან 40 წამში სამედიცინო კოლეჯის საერთო საცხოვრებლის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა. გადარჩა მხოლოდ ერთი მგზავრი. ასევე დაიღუპნენ ის ადამიანებიც, რომლებიც თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე იმყოფებოდნენ. საერთო ჯამში კატასტროფას260-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
1752408769
საზოგადოებამეუფე შიო: დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე
დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე, - განაცხადა საპატრიარქო ტახ...
1752406219
მსოფლიოპუტინი: დასავლეთმა სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთის ინტერესების იგნორირება გადაწყვიტა
„სსრკ-ს დაშლის შემდეგ, დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ ისინი იცხოვრებდნენ იმ წესებით, რომლებიც თავად შექმნეს, რუსეთის ინტერესების უგულებელყოფით“, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმ...
1752405354
სპორტიLa Gazzetta dello Sport – „ატალანტა“ მიქაუტაძით დაინტერესდა, ქართველი თავდამსხმელი მრავალმხრივი მოთამაშეა
გიორგი მიქაუტაძეს იტალიის სერია A-ს ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი „ატალანტა“ აკვირდება – ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. „გიორგი მიქაუტაძეს „ატალანტა“ მატეო რეტეგის შემცვლელად განიხილავს,...
1752405279
სპორტიძალოსნობაში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატი ბათუმში ჩატარდება
თბილისი საერთაშორისო ტურნირს „კახის თასს“ მასპინძლობს. ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებულ ტურნირზე მასპინძელ საქართველოსთან ერთად აზერბაიჯანის, სომხეთის, ბაჰრეინის, თურქეთის, რუმინეთისა და უზბ...
1752404257
მსოფლიოუკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: მოსკოვმა გვითხრა, რომ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრა მხოლოდ კაპიტულაციის შემთხვევაშია შესაძლებელი
სტამბოლში გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება არა დიალოგი, არამედ ულტიმატუმი იყო, - აცხადებს მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი კისლიცა. მისი თქმით, მოს...