ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელი ღრმად ინანებს ირანზე თავდასხმისას გამოჩენილ უგუნურ აგრესიას

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ისრაელი ღრმად ინანებს ირანზე თავდასხმისას გამოჩენილ უგუნურ აგრესიას.
არაღჩიმ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრის გამართვისკენ მოუწოდა.
„გაეროს უშიშროების საბჭომ მკაცრად უნდა დაგმოს ეს აგრესიული ქმედება და მიიღოს სასწრაფო და კონკრეტული ზომები, რათა ისრაელის რეჟიმმა სრულად აგოს პასუხი თავისი დანაშაულებისთვის“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ირანზე თავდასხმა იყო „თავხედური და უკანონო ქმედება“, ასევე „უგუნური და მიზანმიმართული ესკალაცია, რომელმაც უხეშად დაარღვია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება და საერთაშორისო სამართლის უმთავრესი ნორმები“.
„ისრაელმა, მსოფლიოში ყველაზე ტერორისტულმა რეჟიმმა, ახლა უკვე ყოველგვარ წითელ ხაზს გადააბიჯა და საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ ეს დანაშაულები დაუსჯელი დარჩეს. ირანი ამ უკანონო და ლაჩრულ ქმედებებს გადამწყვეტად და პროპორციულად უპასუხებს. ირანის ისლამური რესპუბლიკა სრული სიმტკიცით იმოქმედებს თავისი სუვერენიტეტის, ხალხისა და ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად“, - დასძინა მან.
1749883918
მსოფლიოირანის ერთ-ერთ ბირთვულ ობიექტზე რადიაციის გაჟონვა დაფიქსირდა
ირანში მდებარე ნათანზის ბირთვულ ობიექტზე რადიაციის გაჟონვა დაფიქსირდა. ეს ინფორმაცია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომაც დაადასტურა. ინფორმაციას Deutcche Welle ავრცელებს. როგორც ატომური ენერგიი...
1749847259
მსოფლიორაფაელ გროსი: ირანის ქალაქ ნათანზის ბირთვული ობიექტი, რომელშიც ურანის გამდიდრება ხდებოდა, განადგურებულია
საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელ რაფაელ გროსის განცხადებით, ირანის ქალაქ ნათანზის ბირთვული ობიექტი, რომელშიც ურანის გამდიდრება ხდებოდა, განადგურებულია. „ამჟამად ირანის ხელისუფლება გ...
1749846342
მსოფლიოირანის ბოლო დარტყმების შემდეგ, ისრაელის საავადმყოფოებში 34 ადამიანი მკურნალობს - მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ
ისრაელის საავადმყოფოებში 34 ადამიანი მკურნალობს. ირანის ბოლო დარტყმების შემდეგ, ისრაელის საავადმყოფოებში სულ 34 ადამიანი მკურნალობს - ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია. პაციენტებს სხვადასხვა სახის დაზიანებ...
1749845523
მსოფლიოCNN: აშშ ისრაელს ირანული რაკეტების განეიტრალებაში დაეხმარა
ისრაელური წყაროების ცნობით, აშშ ისრაელს პარასკევს საღამოს ირანული რაკეტების განეიტრალებაში დაეხმარა. CNN-ისთვის მიწოდებული ინფორმაციით, რეგიონის სხვა ქვეყნებმაც მხარი დაუჭირეს ისრაელის საჰაერო თავდაცვ...
1749844815
მსოფლიოCNN: ისრაელის მინისტრთა კაბინეტი ამჟამად ატარებს სხდომას, რათა განიხილოს ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის საპასუხო ზომები
ისრაელის მინისტრთა კაბინეტი ამჟამად ატარებს სხდომას, რათა განიხილოს ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის საპასუხო ზომები. ამის შესახებ CNN-ს ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა....