ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ თუ რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს უკრაინის საზღვრების მინიმალურად შეცვლის უფლება მიეცემა, აგრესორი ადრე თუ გვიან იმავეს გაუკეთებს ლიეტუვის ტერიტორიას.
ბუდრისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია დაპყრობილი ტერიტორიების ოკუპაციის ლეგიტიმაციის თავიდან აცილება.
„თუ ჩვენ დავუშვებთ საზღვრების გადახედვას ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო ფორმით, ისინი ჩვენთან მოვლენ მარკერებითა და რუკებით, შემდეგ კი ტანკებით, საზღვრების ხელახლა დასახაზად. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ ოკუპირებული ტერიტორიების რაიმე დე იურე, ან დე ფაქტო ლეგიტიმაცია. ეს პრინციპები ძალიან მნიშვნელოვანია“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებებში არსებული ბერკეტების გამოყენება უმნიშვნელოვანესია.
„თანამედროვე სამყაროს წესების გაგება ძალიან რთულია — ისინი საკმაოდ უხეში და პირდაპირია. ან გაქვთ ბერკეტები და ინსტრუმენტები, რომლებიც შეგიძლიათ მაგიდაზე დადოთ, რათა დაემუქროთ მიცემით, ან არ მიცემით, ან არ გაქვთ. მაგრამ მაშინ ნუ წუწუნებთ იმაზე, რომ ამ მაგიდასთან არ ხართ“, - განაცხადა კესტუტის ბუდრისმა.
მან დასძინა, რომ ევროპას უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში სამი აბსოლუტურად ნათელი ბერკეტი აქვს, რომლებიც მან აუცილებლად უნდა გამოიყენოს: გაყინული რუსული აქტივები, უკრაინის ევროკავშირში წევრობა და სპეციალური ტრიბუნალის შექმნა.
შიდა ქართლის პოლიციამ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
1764226162
ლევან მახაშვილი პეტერ ფიშერზე: მე მას ვურჩევდი, საკუთარ ენაზე ნორმალურად გადაიკითხოს ვენის კონვენცია
1764224480