ევროკავშირმა გამჭვირვალობის კანონი გაამკაცრა - ახალი დირექტივა ისეთ საქმიანობებზე ვრცელდება, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკის, კანონმდებლობის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად

დღეს შიდა „ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის“ კომიტეტმა მესამე ქვეყნებიდან განხორციელებული დაინტერესებული საქმიანობის გამჭვირვალობის ანგარიშთან დაკავშირებით ახალი მოთხოვნების შექმნის ანგარიში 34 ხმით მიიღო. დირექტივა მიმართულია უცხოური ლობირების მზარდი ხასიათისა და დემოკრატიულ პროცესებზე შესაძლო უცხოური ჩარევებისკენ.

წესები ვრცელდება ისეთ საქმიანობებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკის, კანონმდებლობის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას.

აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზებას ან მათში მონაწილეობას, კონსულტაციებსა და მოსმენებში ჩართვას, საკომუნიკაციო კამპანიებს (მათ შორის სოციალურ ქსელებში ინფლუენსერების გამოყენებით), მარეგულირებელი დოკუმენტების მომზადებას, შესწორებების შეთავაზებას და კვლევებს.

ახალი დირექტივა აწესებს სავალდებულო ეროვნული რეესტრების შექმნის ვალდებულებას, რომლებიც შეიქმნება და იმუშავებს დამოუკიდებელი ეროვნული ორგანოების მიერ, რათა უზრუნველყონ ინფორმაციის სიზუსტე. კომიტეტის წევრები მოითხოვენ, რომ ეს რეესტრები იყოს დაკავშირებული ცენტრალიზებულ პორტალთან და აღნიშნავენ, რომ რეესტრში რეგისტრაცია არ უნდა იწვევდეს მათ მიმართ უნდობლობას.

„ჩვენ ეს დირექტივა არ მიგვიღია მხოლოდ სიმბოლური მიზნით, არამედ მივიღეთ იმიტომ, რომ ამას საზოგადოება ითხოვდა. მათ სურთ იცოდნენ, ვისი სიტყვა და ვისი ფული აყალიბებს ჩვენს კანონებს. ევროპელთა 81% შეშფოთებულია მესამე ქვეყნებიდან მომდინარე ფულის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებებით. სწორედ ეს დირექტივა პასუხობს მათ შეშფოთებას. დირექტივა არ ადგენს ლობისტების ბრალს, მხოლოდ ინფორმაციის გამჟღავნებას ემსახურება. მას მხარი დაუჭირეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა, რაც მიუთითებს, რომ გავითვალისწინეთ ტექნიკური, იდეოლოგიური და გაუთვალისწინებელი საკითხები. ამით შევქმენით გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტები ჩვენი დემოკრატიის დასაცავად, რომელსაც ყველა მოქალაქე იმსახურებს“, - განაცხადა მთავარმა მომხსენებელმა, EPP-ს წარმომადგენელმა რუმინეთიდან ადინა ვალეანმა.

ანგარიში მიიღეს 35 ხმით 4-ის წინააღმდეგ, ხოლო 8-მ თავი შეიკავა.

დოკუმენტო საბოლოოდ, სტრასბურგში 24-27 ნოემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე განიხილება და კენჭი ეყრება.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის შიდა ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის კომიტეტმა ოქტომბერში გამჭვირვალობის ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამოხატა პოზიცია, რომელიც მიზნად ისახავდა ევროკავშირში უცხოური ზრდადი ჩარევის პრობლემის მოგვარებას. ახალი წესები ითვალისწინებდა სავალდებულო ეროვნული რეესტრების შექმნას მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული ანაზღაურებადი ლობირების (ინტერესების წარმომადგენლობის) აქტივობებისა და მათი დაფინანსების დეტალური აღწერისთვის, რაც გაზრდის საზოგადოებრივ ნდობასა და გამჭვირვალობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ამავდროულად, ევროპარლამენტარებმა შემოიღეს მკაცრი დაცვის მექანიზმები, რათა თავიდან იქნას აცილებული რეგისტრირებული სუბიექტების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ნეგატიური ეტიკეტირება ("უცხოელი აგენტების" მსგავსად) და წესები არ გავრცელდება საბაზისო დაფინანსებაზე, რომელიც ლობირებასთან არ არის კავშირში. პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემდეგ დაიწყება ინტერინსტიტუციური მოლაპარაკებები.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764226162

ახალი ამბები

შიდა ქართლის პოლიციამ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს, - ამის შესა...

საბერძნეთში ქალის სექსუალური შევიწროებისთვის 18 წლის ბიჭი დააკავეს

1764224480

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი პეტერ ფიშერზე: მე მას ვურჩევდი, საკუთარ ენაზე ნორმალურად გადაიკითხოს ვენის კონვენცია

მე მას ვურჩევდი, საკუთარ ენაზე ნორმალურად გადაიკითხოს ეს [ვენის] კონვენცია. თუმცა, აქ ალბათ, საუბარია იმაზეა, რომ ეს ადამიანი ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის...

ლევან მახაშვილი

1764223475

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ნატოსთან ურთიერთობებში არაფერი დაუკლია, ძალიან ბევრი გააკეთა, ერთადერთი, რაც ამ პროცესს აკლდა და დღესაც აკლია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან

საქართველოს ნატოსთან ურთიერთობებში არაფერი დაუკლია, ძალიან ბევრი გააკეთა, ერთადერთი, რაც ამ პროცესს აკლდა და დღესაც აკლია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან,- ამის შ...

მაკა ბოჭორიშვილი

1764221938

მსოფლიო

შიდა „ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის“ კომიტეტმა მესამე ქვეყნებიდან განხორციელებული დაინტერესებულ საქმიანობის გამჭვირვალობის ანგარიშთან დაკავშირებით ახალი მოთხოვნების შექმნის ანგარიში 34 ხმით მიიღო

დღეს შიდა „ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის“ კომიტეტმა მესამე ქვეყნებიდან განხორციელებული დაინტერესებულ საქმიანობის გამჭვირვალობის ანგარიშთან დაკავშირებით ახალი მოთხოვნების შექმნის ანგარიში 34 ხმით მიი...

ევროკავშირი

1764219690

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე მზად ევროკავშირის წევრობისთვის

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, გადაცემა „დღის თემაში“ საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ორმხრივი პროცესია, რ...

მაკა ბოჭორიშვილი