მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ნატოსთან ურთიერთობებში არაფერი დაუკლია, ძალიან ბევრი გააკეთა, ერთადერთი, რაც ამ პროცესს აკლდა და დღესაც აკლია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან
საქართველოს ნატოსთან ურთიერთობებში არაფერი დაუკლია, ძალიან ბევრი გააკეთა, ერთადერთი, რაც ამ პროცესს აკლდა და დღესაც აკლია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, როდესაც ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში კონტრიბუციაზე ვსაუბრობთ, საქართველომ ბევრად უფრო მეტი კონტრიბუცია გააკეთა, ვიდრე მიიღო.
„დღეს ჩვენ ვაკვირდებით ძალიან ბევრ მოვლენას, რომელიც ჩვენს გარშემო ხდება, რომელმაც შეიძლება განსაზღვროს ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურა.
ჩვენს ხელში რაც არის, ყველაფერი კეთდება და ყველაფერი გაკეთდა. საქართველოს ნატოსთან ურთიერთობებში არაფერი დაუკლია. საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა. იმისათვის, რომ მომზადებული ყოფილიყო ნატოს წევრობისთვის და ამ ქვეყნისთვის დაეხურა ნატოს უსაფრთხოების ქოლგა.
ყველაფერი გავაკეთეთ, მაქსიმუმია გაკეთებული. ერთადერთი, რაც ამ პროცესს აკლდა და დღესაც აკლია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან. ერთადერთი, რაც 2008 წელს აკლდა საქართველოს, ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა რომ არ მიეცა, ეს იყო ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობა თუ არ არსებობა, თუ შეიძლება არასაკმარისი ნება, მოდით ასე ვთქვათ, რომ საქართველოს ჰქონოდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. ეს იყო ერთადერთი და ასე გაგრძელდა.
ერთადერთი, რაც ამ პროცესში გვაკლია, ეს არის ნატოს მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილებები და შესაბამისი პოლიტიკური ნების გამოვლინება. ეს გამოვლენილი იქნება თუ არ იქნება, ამაზე სამწუხაროდ ძალიან დიდი გავლენის მოხდენა დღეს არ შეგვიძლია.
საქართველოს მაქსიმუმი აქვს გაკეთებული იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური ნება საქართველოს სასარგებლოდ ყოფილიყო ამ წლების განმავლობაში. ამდენი არავის არ გაუკეთებია. როდესაც კონტრიბუციაზე ვსაუბრობთ დღეს, საქართველომ ბევრად უფრო მეტი კონტრიბუცია გააკეთა ევრო ატლანტიკურ უსაფრთხოებაში ვიდრე ჩვენ მივიღეთ“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1764226162
ახალი ამბებიშიდა ქართლის პოლიციამ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს, - ამის შესა...
1764224480
ახალი ამბებილევან მახაშვილი პეტერ ფიშერზე: მე მას ვურჩევდი, საკუთარ ენაზე ნორმალურად გადაიკითხოს ვენის კონვენცია
მე მას ვურჩევდი, საკუთარ ენაზე ნორმალურად გადაიკითხოს ეს [ვენის] კონვენცია. თუმცა, აქ ალბათ, საუბარია იმაზეა, რომ ეს ადამიანი ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის...
1764223332
საზოგადოებაევროკავშირმა გამჭვირვალობის კანონი გაამკაცრა - ახალი დირექტივა ისეთ საქმიანობებზე ვრცელდება, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკის, კანონმდებლობის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად
დღეს შიდა „ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის“ კომიტეტმა მესამე ქვეყნებიდან განხორციელებული დაინტერესებული საქმიანობის გამჭვირვალობის ანგარიშთან დაკავშირებით ახალი მოთხოვნების შექმნის ანგარიში 34 ხმით მი...
1764221938
მსოფლიოშიდა „ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის“ კომიტეტმა მესამე ქვეყნებიდან განხორციელებული დაინტერესებულ საქმიანობის გამჭვირვალობის ანგარიშთან დაკავშირებით ახალი მოთხოვნების შექმნის ანგარიში 34 ხმით მიიღო
დღეს შიდა „ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის“ კომიტეტმა მესამე ქვეყნებიდან განხორციელებული დაინტერესებულ საქმიანობის გამჭვირვალობის ანგარიშთან დაკავშირებით ახალი მოთხოვნების შექმნის ანგარიში 34 ხმით მიი...
1764219690
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე მზად ევროკავშირის წევრობისთვის
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, გადაცემა „დღის თემაში“ საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ორმხრივი პროცესია, რ...






























