მარკ ცუკერბერგი: ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები რეკავდნენ და უყვიროდნენ „Meta“-ს თანამშრომლებს, ითხოვდნენ ცენზურას პოსტებზე, სადაც კოვიდ ვაქცინის გვერდით მოვლენებზე იყო საუბარი

კომპანია „Meta“-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა ჯო როგანთან პოდკასტში განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უყვიროდა „მეტას“ თანამშრომლებს და ითხოვდა ცენზურას.
როგორც ცუკერბერგმა აღნიშნა, პლატფორმაზე გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნება რთული იყო, რადგან ბაიდენის ადმინისტრაცია კოვიდ პანდემიის ფონზე ზეწოლას ახორციელებდა.
„ვაქცინის პროგრამის გაშვების დროს, ბაიდენის ადმინისტრაცია მოითხოვდა ცენზურის დაწესებას ისეთ პოსტებზე, რომლებშიც კოვიდ ვაქცინის გვერდით მოვლენებზე იყო საუბარი“, - აღნიშნა Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.
ცუკერბერგმა, ასევე, ისაუბრა სამთავრობო ცენზურაზე.
მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციიდან წარმომადგენლები რეკავდნენ „მეტას“ გუნდთან, ყვიროდნენ და იგინებოდნენ.
ცუკერბერგის განცხადებით, ეს დეტალები აღნიშნული და გამოქვეყნებულია კონგრესის მიერ ჩატარებული გამოძიების დოკუმენტებში.
ცუკერბერგის თქმით, კონფლიქტი მის კომპანიასა და მთავრობას შორის მივიდა იმ წერტილამდე, სადაც, მათ თქვეს, რომ ისინი არ წაშლიდნენ იმას, რაც სიმართლეა.
1750788102
მსოფლიოისრაელის გენერალური შტაბის მეთაური: ირანის წინააღმდეგ კამპანია არ დასრულებულა, ახალ ფაზაში შევდივართ
„ფენომენალური მიღწევის მიუხედავად, მყარად უნდა ვიდგეთ. წინ მრავალი გამოწვევა გველის. ფოკუსირებულნი უნდა დავრჩეთ - დასვენების დრო არ არის,“ - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის...
1750785763
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: საფუძვლის გარეშე ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე მსჯელობა ფუჭია და ეს ხაზს უსვამს იმას, რომ მცდელობაა ქართველ ხალხზე ზეწოლის
„მცდელობაა, რომ ქართველი ხალხი დასაჯონ და მათ ნებაზე გავლენა მოახდინონ. ის, რომ საქართველოს საკითხი განსახილველად ივლისში გადავადდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე და...
1750783846
ახალი ამბებიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის 2025 წლის 24 ივნისის ბრძანებით მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა. უწყების ინფორმაციით, 2019 წლიდან დღემდე, მას...
1750782903
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ამ ქვეყანაში, კანონის წინაშე, ვერ იქნება ინდულგენცია ვერც პოლიტიკოსობა, ვერც ჟურნალისტობა და ვერცერთი სხვა თანამდებობა სხვადასხვა დარგიდან გამომდინარე
„როდესაც ჩვენი ე.წ. ოპოზიცია აღქმებზე და აღქმების თეორიაზე საუბრობს, ზოგადად, ღიმილის მომგვრელია“, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მო...
1750780899
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარ...