მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული 12 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მეპატრონე დააკავეს

10 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჰატაის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი კომპლექსის - Renaissance Residence-ის მფლობელი  სტამბოლის აეროპორტში ქვეყნის დატოვების მცდელობისას დააკავეს.

ოფიციალური თურქული სააგენტო Anadolu-ს ცნობით, მეჰმედ იასარ ჩოსკუნი საბიჰა გიოქჩენის აეროპორტში მონტენეგროში გამგზავრების მცდელობისას გააჩერეს.

მეჰმედ ჩოსკუნი სტამბოლის გაზიოსმანფაშას რაიონში მთავარი პროკურატურის ბრძანებით დააკავეს. მისთვის ოფიციალურად ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.

რენესანსის 12 სართულიანი კომპლექსი 250 აპარტამენტისგან შედგებოდა და ჰატაის ანტაკიის რაიონში მდებარეობდა. იგი რეკლამირებული იყო, როგორც ძვირად ღირებული საცხოვრებელი პროექტი, რომელიც სამშენებლო რეგულაციებს შეესაბამება, თუმცა საცხოვრებელი კომპლექსი 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად მთლიანად ჩამოინგრა.

ხუთშაბათს თურქეთის იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მიწისძვრის დროს ჩამონგრეული შენობების გამო გამოძიება დაიწყო. გამოძიება ეცდება, პასუხისგებაში მისცეს ისინი, ვინც ეს შენობები ააშენა და  პასუხისმგებლობა ეკისრება მათ ნგრევაზე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

* ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 20 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი 3 500-ზე მეტი

* "მიწისძვრების მსხვერპლთა 83% ცხოვრობს კორუმპირებულ ქვეყანაში - საზოგადოებებს, სადაც მდიდრებს და ღარიბებს შორის დიდი სხვაობაა, არ აქვთ უნარი მშენებლობების წესების დადგენისა"   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741607051

ახალი ამბები

„ტელეკომპანია „იმედის“ დატოვების შესახებ გავრცელებული ცნობა დეზინფორმაციაა“ - ნიკოლოზ წულუკიძე

გავრცელებული ინფორმაცია, რომ წამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა სიცრუეა. ამის შესახებ მან ახალი ამბების საინფორმაციო სააგენტო „ნიუს ჰაბს“ განუცხადა.  წულუკიძის განმარტებით, იგი ტე...

ნიკოლოზ წულუკიძე

1741606380

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, არიან განულებულები და ერიდებიან იმას, რომ მათი რეიტინგი არჩევნებში გამოჩნდეს

„არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, ვინაიდან კიდევ ერთხელ გამომჟღავნდება, თუ რა რეიტინგი აქვთ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...

ლევან მაჭავარიანი

1741605516

ახალი ამბები

11-13 მარტს ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები ჩატარდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელ...

 დაზიანებული გზა

1741604917

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი მამუკა ხაზარაძის მიერ ჯარიმის გადახდაზე: გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი

„გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუ...

ლევან მაჭავარიანი

1741602716

ახალი ამბები

საქართველოში ტემპერატურა +25 გრადუსამდე დათბება - უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 11-13 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 1...

მზიანი ამინდი