მსოფლიო უნდა დაუბრუნდეს „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკას ირანის წინააღმდეგ, რათა ის უფრო დემოკრატიულ ქვეყნად აქციოს - ტრამპის მომავალი წარმომადგენელი უკრაინაში
მსოფლიო უნდა დაუბრუნდეს „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკას ირანის წინააღმდეგ, რათა ის უფრო დემოკრატიულ ქვეყნად აქციოს, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომავალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში, გადამდგარმა გენერალმა კით კელოგმა პარიზში გამართულ ირანის ოპოზიციის ღონისძიებაზე განაცხადა.
„ეს ზეწოლა არ უნდა იყოს მხოლოდ კინეტიკური, მხოლოდ სამხედრო ძალა, არამედ ის ასევე უნდა იყოს ეკონომიკური და დიპლომატიური“, - განუცხადა კელოგმა პარიზში დაფუძნებული ირანული ოპოზიციური ჯგუფის, ირანის წინააღმდეგობის ეროვნული საბჭოს (NCRI) აუდიტორიას.
მისი თქმით, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ „ირანი უკეთესობისკენ შეიცვალოს“, მაგრამ ეს შესაძლებლობა სამუდამოდ არ გაგრძელდება.
„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის სისუსტე, რომელსაც ახლა ვხედავთ. იმედი არსებობს, ასევე უნდა იყოს ქმედებაც“, - განაცხადა კელოგმა.
პარიზში გამართულ ღონისძიებას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.
„საფრანგეთის მიერ ტერორისტული ჯგუფის მასპინძლობა არის ტერორიზმის მხარდაჭერის ნათელი მაგალითი და საფრანგეთის მთავრობის საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულების დარღვევა ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“, - განაცხადეს ირანის საგარეო უწყებაში.
1736663543
მსოფლიოლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა
ლოს-ანჯელესში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ლოს-ანჯელესის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის განცხადებით, ხუთი ადამიანია დაღუპული პასიფიკ-პალისე...
1736628108
მსოფლიოცუკერბერგი ტრამპსა და აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას მოუწოდებს, ჩაერიონ, რომ ევროკავშირმა შეაჩეროს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების დაჯარიმება
Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა მოუწოდა აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას, ჩაერიონ, რომ ევროკავშირმა შეაჩეროს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების დაჯარიმება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის...
1736624675
მსოფლიოარ გვინდა ვიყოთ დანიელები, არ გვინდა ვიყოთ ამერიკელები, ჩვენ გვინდა, ვიყოთ გრელანდიელები - გრენლანდიის პრემიერი
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მუტე ეგედემ განაცხადა, რომ არქტიკის ტერიტორიის მოსახლეობას არ უნდა იყვნენ ამერიკელები, მაგრამ მას ესმის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინტერესი კუნძულის მიმარ...
1736621032
ახალი ამბებიუკრაინის სამხედრო დახმარების ახალი დიდი პაკეტის წინადადებას შოლცის პარტიამ მხარი არ დაუჭირა
გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა როლფ მუცენიჩმა მხარი არ დაუჭირა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი დიდი პაკეტის წინადადებას, რომელიც შემოთავაზებულია საგარეო...
1736616931
მსოფლიო„არცერთი ქვეყანა აღარ არის რუსეთის იმპერიის ნაწილი, ვლადიმირ, იდიოტი ხარ“ - ბორის ჯონსონი
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, უარი თქვას იმპერიალისტურ ამბიციებზე. „იცით, ოდესღაც ჩვენ გვქონდა იმპერია, ეს სიმართლეა. ჩვენ გვქონდა იმპ...