უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობა შეუძლებელია კიევის ნატოში გაწევრიანების გარეშე - ბორის ჯონსონი
გრძელვადიანი მშვიდობა უკრაინაში შეუძლებელია კიევის ნატოში გაწევრიანებისგარეშე. ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ლიეტუვურ გამოცემა Delfi-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრამდე უკრაინას არ შეეძლო უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანების რიმედი ჰქონოდა, რადგან „რეალობა ის იყო, რომ ფრანგები ამის ძალიან წინააღმდეგი იყვნენ, გერმანელები ძალიან წინააღმდეგი იყვნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ უნგრელებზე და სხვებზე“.
„ეს არ იყო საერთაშორისო დღის წესრიგში. ნატოში უკრაინის მიწვევა შეუძლებელი იყო. მაგრამ პარადოქსია ის, რომ პუტინის შეჭრა, მისი ბარბაროსული გადაწყვეტილება, ეს გაეკეთებინა, ახლა, ჩემი აზრით, ამ ყველაფერს მორალურ და სტრატეგიულ იმპერატივად აქცევს“, - განაცხადა ჯონსონმა.
ამასთან, მისი აზრით, ახლა პრობლემა ის არის, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხი აქტიურად არ განიხილება.
„მე არ მესმის, ვინმე ამბობდეს, რომ როდესაც ეს კატასტროფა დასრულდება, გამოსავალი უნდა იყოს უკრაინის ნატოში გაწევრიანება. ხალხმა შეწყვიტა ამაზე საუბარი. მე ვფიქრობ, რომ ეს დიდი, დიდი დანაკარგია, რადგან დასავლეთი ისევ უკან იხევს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
1736621032
ახალი ამბებიუკრაინის სამხედრო დახმარების ახალი დიდი პაკეტის წინადადებას შოლცის პარტიამ მხარი არ დაუჭირა
გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა როლფ მუცენიჩმა მხარი არ დაუჭირა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი დიდი პაკეტის წინადადებას, რომელიც შემოთავაზებულია საგარეო...
1736616931
მსოფლიო„არცერთი ქვეყანა აღარ არის რუსეთის იმპერიის ნაწილი, ვლადიმირ, იდიოტი ხარ“ - ბორის ჯონსონი
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, უარი თქვას იმპერიალისტურ ამბიციებზე. „იცით, ოდესღაც ჩვენ გვქონდა იმპერია, ეს სიმართლეა. ჩვენ გვქონდა იმპ...
1736614863
ახალი ამბები„ყველაფერზე პასუხი უნდა აგონ, 9 წლის განმავლობაში, საკუთარ თავზე გამოვცადეთ ბიზნესის სისტემური რეკეტი, სისტემური წამება-გაუპატიურება“ - მაჭავარიანი „ნაცმოძრაობაზე“
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობა, რომელიც 2003-2012 წლებში, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს...
1736613529
სპორტიბუდუ ზივზივაძემ გერმანიის ბუნდესლიგაში პირველი შეხვედრა ჩაატარა - „ჰაიდენჰაიმმა“ „უნიონ ბერლინი“ დაამარცხა
ბუდუ ზივზივაძემ ახალი გუნდის, „ჰაინდეჰაიმის“ რიგებში გერმანიის ბუნდესლიგაში პირველი შეხვედრა ჩაატარა. მისმა გუნდმა საკუთარ მოედანზე „უნიონ ბერლინი“ 2:0 დაამარცხა. გერმანიის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატ...
1736609208
ახალი ამბებისაპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვა პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე...