ნიგერიელმა სამხედროებმა ავიაიერიშის დროს შეცდომით 16 მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლეს - BBC
ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ზამფარას შტატში საჰაერო იერიშის შედეგად სულ მცირე 16 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
როგორც BBC წერს, სავარაუდოდ, ნიგერიელ სამხედროებს ისინი კრიმინალურ დაჯგუფებაში აერია.
როგორც ადგილობრივ მედიას თვითმხილველებმა განუცხადეს, დაღუპულთა შორის არიან როგორც ადგილობრივი თავდაცვითი ქვედანაყოფების წევრები, ისე, მშვიდობიანი პირები, რომლებიც თავს იცავენ შეიარაღებული ბანდებისგან, რომლებიც ცნობილი არიან იმით, რომ ხალხს იტაცებენ და შემდეგ, გამოსასყიდს ითხოვენ.
სამხედროებმა ავიაიერიშის ფაქტი აღიარეს და თქვეს, რომ მათი მიზანი იყო, „გადამწყვეტი დარტყმა მიაყენებინათ ბანდიტებისთვის, რომლებიც ამ რაიონში სოფლებს ატერორებენ“.
ნიგერიის საჰაერო ძალების განცხადებით, მომხდარს იძიებენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამ წარმატებით გაანადგურა რამდენიმე ბანდიტი და რამდენიმე გატაცებული იხსნა, ნიგერიის საჰაერო ძალები შეშფოთებით ადევნებს თვალს ანგარიშებს ოპერაციის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შესახებ“, - ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში.
შტატის გუბერნატორმა დაუდა ლავალმა მომხდარის გამო თემის მცხოვრებლებს სამძიმარი გამოუცხადა.
1736782187
ახალი ამბები🎥 „საამაყო არ არის, უბრალოდ როცა ჩვენს ოჯახს ეხებიან, პასუხი ყოველთვის გვექნება“ - ირაკლი ზარქუა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აბუ-დაბიში რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის მიერ მასზე განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას ეხმიანება და სოციალურ ქსელში საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს...
1736779279
საზოგადოება„ნაციონალური მოძრაობა“ როდესაც ხელისუფლებაში იყო, პატიმრებს დაკითხვების დროს აფურთხებდნენ სახეში. მოუწოდებენ მზარეულებს რესტორნებში, რომ იგივე გააკეთონ“ - ბიძინა გიორგობიანი
„ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც ხელისუფლებაში იყო, პატიმრებს დაკითხვების დროს აფურთხებდნენ სახეში. ახლა ამას ვეღარ შვრებიან, ისვრიან კვერცხებს და მოუწოდებენ მზარეულებს რესტორნებში, რომ იგივე გააკეთონ,...
1736777635
მსოფლიოიაპონიაში 6.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
იაპონიაში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა იაპონიის სამხრეთით, კიუშუს რეგიონში, ადგილობრივი დროით 21:19 საათზ...
1736773738
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8292 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8310 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1736773205
მსოფლიოინდოეთში დაიწყო ფესტივალი, რომელიც 144 წელიწადში ერთხელ იმართება და 400 მლნ ადამიანი მიიღებს მონაწილეობას
ინდოეთში დაიწყო ფესტივალი, რომელიც 144 წელიწადში ერთხელ იმართება და რომელშიც წელს 400 მლნ ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ theguardian.com იუწყება. ფესტივალის მთავარი ტრადიციაა წყალში ბანაო...