"ომიკრონის" სწრაფი გავრცელების გამო, ლონდონში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადდა

„ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების გამო, ლონდონში საგანგებო მდგომარეობის ერთ-ერთი სახე გამოცხადდა. ლონდონის მერის განცხადებით, ბოლო პერიოდში ქალაქში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციამ საგრძნობლად იმატა, რამაც მალე შესაძლოა, საავადმყოფოების გადატვირთვა გამოიწვიოს. მისი თქმით, დედაქალაქში ახალი შტამი „ომიკრონი“ ინფიცირების დომინანტი ვარიანტი გახდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მერის განცხადებით, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ჩატარებული განხილვების შედეგად, ბრიტანეთის დედაქალაქში ე.წ. მნიშვნელოვანი ინციდენტის სახის საგანგებო მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მიიღეს.

ლონდონის მერის მიერ გამოცხადებული მდგომარეობა ითვალისწინებს ადგილობრივი ხელისუფლებისა თუ ჯანდაცვის უწყებების მხრიდან სპეციალური ღონისძიებების განხორციელებას. ასევე, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში გადაუდებელმა სამსახურებმა და საავადმყოფოებმა, გადატვირთვის გამო ნორმალური ფუნქციონირება შესაძლოა, ვერ შეძლონ.

ბრიტანეთის დედაქალაქის მერის თქმით, გასულ 24 საათში ლონდონში კორონავირუსის 26 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყების დღიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ნიდერლანდები ლოკდაუნის რეჟიმს უბრუნდება

🔵"გადავუხდი მილიონს, ვინც მოკლავს ბიძინა ივანიშვილს" - თქვა თუ არა ეს სიტყვები სააკაშვილის ბიძამ?

🔵13 071 გარდაცვლილი საქართველოში კორონავირუსის გამოვლენიდან დღემდე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792350256

საზოგადოება

რომის პაპი ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

რომის პაპმა ლეო XIV-მ ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პირველი ღონისძიება გამართა. ამის შესახებ Vatican News-ი იუწყება. 18 ოქტომბერს, ოპერაციის შემდეგ პირველ საჯარო გამოჩენისას პაპმა ლეო XIV-მ მონა...

რომის პაპი ლეო XIV

1792348393

ახალი ამბები

კახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებ...

დაკავება

1792346955

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ქალბატონი კალასი ორი წელია ეხვეწება მარკო რუბიოს შეხვედრის ჩანიშვნაზე, ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის და საჯარო ინფორმაციაა?! ერთწუთიან შეხვედრას ვერ ნიშნავს

ევროპელ ხალხს რა პასუხს სცემენ, როდესაც ყველამ იცის, რომ ნატოში ამინდს ქმნის ამერიკის შეერთებული შტატები?! მმართველი ელიტა რეალობას ხომ აცდენილია ამ შემთხვევაში?! - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“...

ლევან მაჭავარიანი

1792346436

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, დასხდებიან და ჩვენთან დაიწყებენ საუბარს

ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „იმ...

ლევან მაჭავარიანი

1792345297

საზოგადოება

ვარლამ ლიპარტელიანი: მხოლოდ თავიანთ სახეს წარმოაჩენენ ის ადამიანები, რომლებიც ესხმიან თავს განსაკუთრებით წარმატებულ სპორტსმენებს, ასევე იმ ძლიერ, საყრდენ ინსტიტუტებს, რაზედაც ჩვენი ქვეყანა დგას

ვფიქრობ, დრომ კარგად გამოაჩინა, რომ ეს ყველაფერი საპირისპიროდ მუშაობს. ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანენ ვერცერთ ადამიანს და ვერც ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ „ქართული ოცნების” ახალგაზრდულ...

ვარლამ ლიპარტელიანი