Reuters: ტრამპი, სავარაუდოდ, რუსული ნავთობის წინააღმდეგ ტარიფებს არ აამოქმედებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, თავის მუქარას რუსული ნავთობისთვის 100%-ის ოდენობის მეორადი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არ შეასრულებს. ინფორმაციას Reuters-ი რამდენიმე ანალიტიკოსზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ტრამპს ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდისა და მსოფლიო ეკონომიკის ჩამოშლის ეშინია. ხოლო ვენესუელურ ნავთობზე 25-პროცენტიანი ტარიფის დაწესებას შემზღუდავი ეფექტი ჰქონდა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეორადი ტარიფები [აშშ-ის] ადმინისტრაციის ხელში სასტიკი ინსტრუმენტი იქნება“, - ციტირებს სააგენტო საკონსულტაციო კომპანია Rapidan Energy Group-ის გეოპოლიტიკური რისკების სამსახურის დირექტორს, ფერნანდო ფერეირას.
ექსპერტი ამგვარ სცენარს „ბირთვულ ვარიანტს“ უწოდებს, რომელმაც, შესაძლოა, ნავთობის ბაზარს 4,5 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი დააკარგვინოს. მეორადმა ტარიფებმა აგრეთვე, შესაძლოა, სხვა ქვეყნებთან აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობების მოშლა გამოიწვიოს. „თქვენ ნავთობზე ფასების მკვეთრი მატებითა და მსოფლიო ეკონომიკის ჩამონგრევით რისკავთ“, - დასძინა ფერეირამ.
ცნობისთვის, ტრამპმა ივნისში განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ 100-პროცენტიან მეორად სანქციებს შემოიღებს, თუ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საქმეში წინსვლას არ დაინახავს. თეთრი სახლის ლიდერმა რუსულ მხარეს უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად 50-დღიანი ვადა მისცა.
1753541710
საზოგადოებაგივი მიქანაძეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა უმასპინძლა. მხარეებმა საქარ...
1753541640
ახალი ამბებიპროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება...
1753541542
მსოფლიორომის პაპი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა
რომის პაპი ლეო XIV ვატიკანში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელს, მიტროპოლიტ ანტონის შეხვდა, რომელიც რუსეთის ეკლესიის საგარეო განყოფილებას უდგას სათავეში. ამის შესახებ Deutche Welle იუწყებ...
1753537617
საზოგადოებადავით მათიკაშვილი ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაზე: მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს ფარისევლობა არ სჭირდება, ამ ურთიერთობებს უნდა გულწრფელი, პარტნიორული დამოკიდებულება - ეს წერილი ღიმილის მომგვრელია
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადება მედიასთან შეაფასა და მას ღიმილის მომგვრელი უწოდა. „რაღაც დახმარებისა და მხა...
1753535919
საზოგადოებასაერთაშორისო სწავლების, „მტკიცე სული 2025“-ის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული ტაქტიკური კონვოი სენაკიდან ვაზიანში ჩავიდა
საერთაშორისო სწავლების, „მტკიცე სული 2025“-ის ფარგლებში, ამერიკული სამხედრო ტექნიკა, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილ ჯავშანმანქანებთან ერთად, სენაკიდან ვაზიანში თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგი...