რობერტ ფიცო - რუმინეთი და საქართველო უნდა იყვნენ შემაკავებელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იქცევა დემოკრატია, როდესაც მათთვის არასწორი ადამიანი იმარჯვებს
სლოვაკეთის პარლამენტში დეპუტატებს სიტყვით მიმართა ქვეყნის-პრემიერ მინისტრმა, სადაც მიმდინარეობს დებატები ფიცოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე. ფიცოს თქმით, ლიბერალები ყოველთვის ცდილობენ თავიანთი ოპონენტების დისკრედიტაციას.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყოველდღიურად იღებს მუქარის შემცველ წერილებს, რაზეც „პროგრესული სლოვაკეთის“ ლიდერმა, მიხაილ შიმეჩკამ უპასუხა, რომ თავად იღებს მსგავს წერილებს.
ფიცომ სიტყვით გამოსვლისას ასევე ახსენა საქართველო. მისი თქმით, რუმინეთი და საქართველო უნდა იყვნენ შემაკავებელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იქცევა დემოკრატია, როდესაც მათთვის არასწორი ადამიანი იმარჯვებს.
„ნატო-ს გაფართოება უკრაინის გაწევრიანებით იქნება მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფუძველი“, – თქვა ფიცომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ აქვს უფლება, გააკრიტიკოს არა მხოლოდ ევროკავშირის პარტნიორები, არამედ ნატო-ც, რადგან ეს არის ინტეგრაციის ნაწილი. თუმცა, პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირი ამჟამად ცდილობს სახელმწიფო სუვერენიტეტის შეზღუდვას, მაგალითად ღირებულების საკითხების წინ წამოწევით, ასევე საგანმანათლებლო სისტემებში ჩარევით.
ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ ბავშვების შვილად აყვანა მხოლოდ ჰეტეროსექსუალ წყვილებს შეეძლებათ და სლოვაკეთში კაცი იქნება კაცი და ქალი იქნება ქალი.
1737485347
მსოფლიო22 იანვარი თურქეთში გლოვის დღედ გამოცხადდა
სამთო-სათხილამურო კურორტზე დატრიალებული ტრაგედიის გამო 22 იანვარი თურქეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ მედიას გან...
1737481527
ახალი ამბებიბათუმში, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირმა 3 პოლიციელი დაჭრა - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე 20 იანვარს მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში ამბობენ, დააკავეს ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქე პირი გამოძახებაზე მ...
1737478707
ახალი ამბებიაი, სადამდე მიიყვანეს მავნებელმა დონორებმა ოდესღაც ქმედითი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - როგორ ფიქრობთ, სადაც სქესზე ვერ აყალიბებენ საკუთარ აზრს, იქ არჩევნებზე თავისი ნებით და მოსაზრებებით მოქმედებენ? - შალვა პაპუაშვილი
„აი, სადამდე მიიყვანეს მავნებელმა დონორებმა ოდესღაც ქმედითი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - როგორ ფიქრობთ, სადაც სქესზე ვერ აყალიბებენ საკუთარ აზრს, იქ არჩევნებზე თავისი ნებით და მოსაზრებებით მოქმ...
1737475354
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო პრეზიდენტ ერდოღანს და თურქ ხალხს უსამძიმრებს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში, სამთო-სათხილამურო კურორტზე დატრიალებული ტრაგედიის გამო თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და თურქ ხალხს უსამძიმრებს. „ღრმა მწუხარებ...
1737473736
ახალი ამბები„ჩნდება იმედი, რომ სუვერენული პოლიტიკის მხარდამჭერი ტრამპის ადმინისტრაცია შეცვლის მიდგომებს და საქართველოს სუვერენიტეტს პატივს სცემს“ - ვატო შაქარიშვილი
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრის, ვატო შაქარიშვილის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვით დაადასტურა, რომ დასრულდება „ლიბერალური სიგიჟე, რომელიც გაბატონებული იყ...