რობერტ ფიცო - სლოვაკეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში, თუმცა მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რაც მიმართულია ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისკენ

„სლოვაკეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების გარანტიებში, თუმცა მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რაც მიმართულია ცეცხლის შეწყვეტისკენ და მშვიდობისკენ“, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უჟგოროდში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ფიცოს თქმით, ის მშვიდობას ემხრობა.
ამასთან, როგორც უკრაინული გამოცემა „უნიანი“ იტყობინება, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ სურს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება და მზად არის ამაში უკრაინას თავისი გამოცდილება გაუზიაროს, რათა კიევმა არ გაიმეოროს ის „ფატალური შეცდომები“, რომლებიც თავის დროზე სლოვაკეთმა დაუშვა.
როგორც რობერტ ფიცომ აღნიშნა, მას სურს, რომ სლოვაკეთს და უკრაინას ჰქონდეთ კარგი, მეგობრული, ხარისხიანი ურთიერთობები. მისივე თქმით, ბრატისლავასა და კიევს შორის ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
„მოხარული ვარ, რომ შევძელით პირისპირ საუბარი და ერთმანეთისთვის ზოგიერთი საკითხის და საკუთარი პოზიციების ახსნა. ზოგიერთი მოსაზრება განსხვავებულია, ასეთია ცხოვრება“, – აღნიშნა რობერტ ფიცომ.
1757086503
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი რობერტ ფიცოს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უჟგოროდში შეხვდნენ. ზელენსკის განცხადებით, შეხვედრა შინაარსიანი იყო. „მადლობას გიხდით ამ ვიზიტისთვის. ჩვენ გვქონდა შინ...
1757085906
ახალი ამბებიპროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გავრცელების და სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გავრცელების და სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შიდა ქართლისა და მცხეთ...
1757084393
საზოგადოებადავით ჩიხელიძე მდინარაძეზე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, მნიშვნელოვან სიმბოლურ დატვირთვას ატარებს - სუსის ახალი ხელმძღვანელი საკუთარ საქმიანობას ეფექტურად იწყებს
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტე...
1757081326
ახალი ამბებიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა დ...
1757081070
საზოგადოებაპოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 619 აბი „სუბოტექსი“ ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკ...