ტრამპმა თეთრი სახლის წინ UFC-ის ბრძოლა დააანონსა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, თეთრი სახლის წინ მდებარე გაზონზე შერეული ორთაბრძოლების, UFC-ის ბრძოლა ჩატარდება. ამის შესახებ Nexta live იუწყება.
„ჩვენ თეთრი სახლის ტერიტორიაზე UFC-ის ბრძოლას გავმართავთ. ძალიან ბევრი ადგილი გვაქვს ამისთვის“, - განაცხადა ტრამპმა აიოვას შტატში სიტყვით გამოსვლისას.
მან ბრძოლის თარიღი და მისი მონაწილეები არ დაასახელა, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს იქნება „ჩემპიონის ტიტულისთვის სრულფასოვანი ბრძოლა“. ტრამპის აზრით, ამ ბრძოლას დაახლოებით 20-25 ათასი მაყურებელი დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ UFC-ის დღეს ორი ქართველი ჩემპიონი ჰყავს. ამ ტიტულს ორჯერ, სხვადასხვა წონით კატეგორიაში დაეუფლა ილია თოფურია და ასევე ჩემპიონის ტიტულს ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ფლობს.
1751634159
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე მი...
1751632526
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ჩვენმა დელეგაციამ ეუთოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, მაგრამ მაინც გავრცელდა სრული ტყუილი და ცოტა ხანი ყიჟინა დასცხეს რადიკალებმა და მათმა მხარდამჭერებმა
„ჩვენმა დელეგაციამ ეუთოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, მაგრამ მაინც გავრცელდა სრული ტყუილი და ცოტა ხანი, ყიჟინა დასცხეს რადიკალებმა და მათმა მხარდამჭერებმა“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების...
1751631741
ახალი ამბებისაქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის და შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის და შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დად...
1751629604
ახალი ამბებიფინანსთა ყოფილი მინისტრი ჩორჩანას ეპიზოდზე: განვუმარტე, რაც იყო რეალობა, ამის შესახებ გავიგე ტელევიზიებით მას შემდეგ, რაც საკითხი გააქტიურდა, მანამდე წარმოდგენა არ მქონდა
გენერალურ პროკურატურაში ფინანსთა ყოფილი მინისტრის გამოკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ივანე მაჭავარიანმა უწყება უკვე დატოვა. ის მთავარ საგამოძიებო უწყებაში ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მას...
1751628800
ახალი ამბებიკულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა ვენის სახელმწიფო ოპერის მთავარ ქორეოგრაფ ჯორჯო მადიას და ცნობილ სცენოგრაფ დომენიკო ფრანკის შეხვდა
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ თათა სვანიძესთან ერთად, ვენის სახელმწიფო ოპერის მთავარ ქორეოგრაფ...